ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო”-ს მებრძოლებმა პალმირაში ისტორიული რომაული ამფიტეატრის ტეტრაპილონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას UNESCO ავრცელებს.
UNESCO-ს გენერალური დირექტორის, ირინა ბოკოვას განცხადებით, აღნიშნული ფაქტი “ომის დანაშაულია” და ამფითეატრის განადგურება სირიელი ხალხისა და კაცობრიობისთვის დიდი დანაკლისია.
“ტეტრაპილონი იყო პალმირას გახსნილობისა და მასთან შეხვედრის სიმბოლო – სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ის მებრძოლებმა გაანადგურეს. მისი ადგილმდებარეობა და ფორმა უნიკალურია ანტიკურ არქიტექტურაში და ირეკლავს პალმირას იდენტობას, როგორც თითოეული სირიელის ღირსების წყაროს,” – აღნიშნა ბოკოვამ.
პალმირას ამფითეატრი ა.წ. 2-ე საუკუნით თარიღდება. “ისლამურმა სახელმწიფომ” პალმირა პირველად 2015 წლის მაისში დაიკავა, რის შემდეგაც იქ სხვა იტორიული მონუმენტები გაანადგურა.