17 – 19 ივლისს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ მე-9 რეგიონული ტრენინგში სამხრეთ კავკასიის მუზეუმებისათვის “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ სიტუაციებში” ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი ჩართული იყო როგორც პარტნიორი ორგანიზაცია.

1

ტრენინგის ფარგლებში ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ უხელმძღვანელა სესიერბს რომლებიც შეეხეოდა ჰააგის 1954 წლის კონვენციასა  და ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტს, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის საქმიანობას საგანგებო სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხთან მიმართებაში, მონაწილეებს გააცნო ორგანიზაციის კვლევა რომელიც შეეხებოდა საგანგებო სიტუაცუებისთვის მზაობას საქართველოს მუზეუმებში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში.

2a

IMG_4420 b

18 ივლისს ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ ორგანიზაციის წევრებთან მარიამ კალხიტაშვილთან და ირაკლი ქობულიასთან ერთად წარმიადგინა ლექცია დოკუმენტაციისა და ევაკუაციის პრონციპების შესახებ საგანგებო სიტუაციების დროს. დღის მეორე ნახევარი დაეთმო საგანგებო სიტუაციის სიმულაციურ ვარჯიშს, რასაც მოყვა განხილვა და უკუგება ტრენერებისა და მონაწილლების მხრიდან.

IMG_4424

IMG_4482

IMG_4533

პროექტი განხორციელდება ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ICOM/DRMC-ის (ICOM-ის კატასტროფების რისკების მართვის საერთაშორისო კომიტეტი), ICOM/DRMC-ის (ICOM-ის კატასტროფების რისკების მართვის საერთაშორისო კომიტეტი) პრეზიდენტისა და სმითსონის ინსტიტუტის კულტურის გადარჩენის მიმართულების ხელმძღვანელის კორინ ვეგენერის ხელმძღვანელობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელშეწყობით.

პროექტი დაფინანსდა ICOM-ის სპეციალური პროექტების საგრანტო პროგრამის ფარგლებში და თანადაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ.

Powered by Watch Dragon ball super