2019 წლის 2-4 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და  TAIEX-ის მხარდაჭერით, განხორციელდა საერთაშორისო ექსპერტების მისია თემაზე ,,საგანგებო სიტუაციების დროს  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლების დაცვა და რისკების მართვა”.

მისიის მიზანი იყო, ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით, საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასება კულტურული მემკვიდრეობის რისკების პრევენციისა და მართვის კუთხით, ევროპული კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა და, აღნიშნულის საფუძველზე, რეკომენდაციების შემუშავება შემდგომში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადების მიმართულებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაწესებულებებისთვის.

78154045_3496095977074789_302765438834573312_o

მისიის ფარგლებში განხორციელდა სამ დღიანი ვორქშოპი, რომელსაც უძღვებოდნენ ადელე ჩესი
(იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს პროექტის დირექტორი და კოორდინატორი, იტალია) და ლუის კარვალო (სამოქალაქო თავდაცვის კოორდინატორი ამადორას მუნიციპალიტეტი, პორტუგალია). ვორქშოპში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მუზეუმების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

ვორქშოპის ფარგლებში, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, მანანა თევზაძემ მოწვეულ ექსპერტებსა და ვორქშოპის მონაწილეებს გააცნო საქართველოში, საგანგებო სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობის მიმოხილვა, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ის საკითხები რომელთა გადაჭრაც აუცილებელია საგანგებო სიტუაციებისთვის მზაობისა და მათზე ეფექტური რეაგირების გასაუმჯობესებლად.

78468751_589671101787834_6390678759673954304_n

ვორქშოფის ბოლო დღეს მონაწილეებს ჩაუტარდათ პრაქტიკული სავარჯიშო რისკების მართვის გეგმის შემუშავებაში.

Powered by Watch Dragon ball super