დაიწყო განაცხადების მიღება საერთაშორისო კონფერენციაში “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება” მონაწილეობის მისაღებად.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 10 მარტი.
კონფერენცია გაიმართება 2020 წლის 24-25 ივნისს თბილისში. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში.
კონფერენციას ორგანიზებას უწევს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი. კონფერენციის პარტნიორები არიან: თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულ კომიტეტი.
მეტი ინფორმაციისათვის მიჰყევით ლინკს