ლურჯი ფარის საქრთველოს ეროვნული კომიტეტი ფონდ ALIPH-ის (კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ალიანსი) მხარდაჭერით გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იწყებს ორწილიანი პროექტის განხორციელებას სახელწოდებით „გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა“, რომლის ოფიციალური პრეზენტაციაც უნდა შემდგარიყო გორში, მაგრამ ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე პროექტის პრეზენტაცია გადაიდო.
ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ლურჯი ფარის გუნდი ისევე როგორც გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმი გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ამჟამად ლურჯი ფარის გუნდი ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს, როგორც კოლექციების დოკუმენტაციის ისე საწვრთნელი ღონისძიებების მიმართულებით და იმედოვნებს რომ უახლოეს მომავალში გვექნება დაგეგმილი აქტივობების ჩატარების შესაძლებლობა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გორის მუზეუმისა და შიდა ქართლის 12-მდე მუზეუმის კატასტროფის რისკისთვის მზადყოფნასა და მართვას და გორის მუზეუმის კოლექციების დაცვის პირობების გაუმჯობესება.
ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტის გუნდი გისურვებთ ჯანმრთელობას და შეგახსენებთ რომ ჩვენი აქტივობებისთვის თვალის დევნება შესაძლებელია სოციალური მედიის არხებზე, Facebook-ზე და Instagram-ზე.