გთავაზობთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის – ICCROM პუბლიკაციის თარგმანს.

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და დაწესებულებების დახურვისთვის მოზადება

 

გაფრთხილება! არ გამოიყენოთ ფუმიგანტები და ქიმიკატები, როგორიცაა გამათეთრებელი, ინტერიერებში და კულტურული მემკვიდრეობის ექსპონატთან. საუკეთესო გამოსავალია იმ შენობის/სტრუქტურის/ექსპონატის იზოლირება ადგილზევე (in situ), რომელიც შესაძლოა იყოს ინფიცირებული და ამ ადგილის კარანტირება.

 

მიმდინარე COVID-19-ის კრიზისის პირობებში, საჭიროა მემკვიდრეობის დამცველებმა  შეიმუშაონ და მოამზადონ გეგმა    მემკვიდრეობის ძეგლებისა  და ინსტიტუციებისთვის,    რომელიც გათვლილი იქნება 3 სხვადასხვა სიტუაციაზე:

 

სიტუაცია 1: იზოლაციამდე პერიოდი – როდესაც შეგიძლიათ მოემზადოთ სივრცის დასახურად და შესაძლოა თქვენი დაწესებულების ნაწილი გამოყენებული იყოს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

სიტუაცია 2: იზოლაციის განმავლობაში – როდესაც თქვენი სივრცე დახურულია და შესაძლოა გამოყენებულია კრიზისის მართვის აქტივობებისათვის ან როგორც კოვიდ-19-ის სატესტო ცენტრი.

სიტუაცია 3: იზოლაციის შემდგომი პერიოდი – როდესაც უნდა მოამზადოთ  დაწესებულებები გასაღებად.

 

 

სიტუაცია 1: დახურვამდე

 

ზოგადი სამზადისი

მემკვიდრეობის ძეგლებისა და ინსტიტუციების დახურვა ზრდის ქურდობის, დატბორვის, ვანდალიზმის, ცეცხლის გაჩენის და სხვა რისკებს. ეს რისკები არსებობს მონიტორინგისა და უსაფრთხოების ზომების შესუსტების გამო. ამასთან ერთად, სოციალური დისტანცირების პირობებში, რეაგირება სავარაუდოდ დაგვიანდება. ყოველივე ეს ქმნის ახალ რისკებს, რომლებიც გამომდინარეობს შემდეგი გარემოებებიდან: დაბლოკილი წყლის  სადინრები, გადავსებული სარინელები, მეხი, შტორმი, დაცემული ხეები, ელექტროენერგიის შეზღუდვა, რაც თავისთავად იწვევს სხვა სისტემების მუშაობის შეზღუდვას, ჩამტვრეული ფანჯრები და სხვა. 

ამიტომ, იმისთვის, რომ შეარბილოთ და მოემზადოთ იზოლაციის პერიოდში არსებული რისკებისათვის, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი:

 

  1. სწრაფად შეამოწმეთ ისეთი აუცილებელი სისტემები, როგორიცაა ელექტრო ქსელი, წყალმომარაგების მილები, საკანალიზაციო და სადრენაჟე  სისტემა (რომ დაზღვეული იყოთ ნებისმიერი სახის გაჟონვისგან). ამასთან ერთად შეამოწმეთ თქვენი კატასტროფისთვის მზადყოფნისთვის საჭირო აღჭურვილობა და მასალები: ცეცხლმაქრები, ჰიდრანტები, წყლის ტუმბოები, დამცავი ეკიპირება და სხვა. დარწმუნდით, რომ ისინი მუშაობს. თუ რომელიმე მათგანი დაზიანებულია, უნდა მოხდეს მისი შეკეთება. 
  2. დარწმუნდით, რომ ნაგვის ურნები დაცლილია ნაგვისგან და სანიტარული ნარჩენებისგან.
  3. თუ შესაძლებელია გამორთეთ მთლიანი ელექტრო სისტემა, სხვა შემთხვევაში მინიმუმანდე შეზღუდეთ ელ. ქსელში ჩართული სისტემის ოპერირება და შენობის დახურვამდე მოახდინეთ მათი  სწრაფი შემოწმება. თუ შესაძლებელია გადაკეტეთ  შენობაში შემომავალი წყალს ვენტილი.
  4. შეამოწმეთ გათბობა –  ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების მდგომარეობა. ამასთან დაგეგმეთ კლიმატკონტროლის სიტემის პერიოდული შემოწმება, რომელიც აუცილებელია სპეციფიური ტიპის მასალის, მაგალითად აუდიო-ვიზუალური კოლექციების შესანახად. მნიშვნელოვანია, რომ ამ სისტემებმა განაგრძონ მუშაობა იზოლაციის განმავლობაშიც.
  5. გაწმინდეთ ჟოლობები, (განსაკუთრებით კრამიტით გადახურული შენობების შემთხვევაში) იზოლაციის პერიდოის გახანგრძლივების შემთხვევაში, ეს ქმედება უნდა განმეორდეს შესაძლებლობის მიხედვით. 
  6. ისტორიული ბაღების შემთხვევაში: გაწმინდეთ დრენაჟი რათა თავიდან აიცილოთ დრენაჟის სისტემის დაბლოკვა გამხმარი ფოთლებით და ტოტებით. შესაძლებლობის შემთხვევაში, ეს ქმედებები პერიოდულად უნდა განმეორდეს.
  7. დახურეთ კარები და ფანჯრები. შენობაში შეღწევის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს მხოლოდ საგანგებო სიტუაციაში მოქმედი ჯგუფებისთვის.
  8. მიმდინარე სამუშაოების შემთხვევაში დარწმუნდით, რომ სამშენებლო აღჭურვილობა უსაფრთხო ადგილზეა და არ არის ჩართული ელ. ქსელში და არ მიეწოდება წყალი. დარწმუნდით, რომ მიმდინარე სამუშაოების ადგილებზე გამოყენებულია დროებითი ხიმინჯები.
  9.  შემოიღეთ პერსონალის როტაცია, რათა კოლექციების დაცვაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს დახმარება აღმოუშინოთ შემდეგი სამუშაოებით:
    • სივრცის დასუფთავება
    • დრენაჟის გასუფთავება
    • ელექტრო და ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილებების პერიოდული შემოწმება 
    • გამოფენილი და საცავში დაცული ექსპონატების პერიოდული შემოწმება;

 

საჭიროა მცირე ჯგუფების  შექმნა მორიგეობის ცხრილით, რომლებიც უზრუნველყოფენ  სივრცის შემოწმებას. (ფიზიკური დისტანცირების მოთხოვნების გათვალისწინებით). ეს დამოკიდებული იქნება დაწესებულების ტიპზე, ფუნქციასა და  მართვის სტრუქტურაზე. მაგალითად კორეის რესპუბლიკამ, მენეჯერებს შორის ვირუსის გავრცელებისგან თავის დასაცავად, შექმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მორიგეობით მუშაობდნენ ორ ან სამ ცვლაში. 

  1. თუ გავქთ საკმარისი დრო, შეამოწმეთ მემკვიდრეობის ძეგლის (ან კულტურული ინსტიტუციის სადაც მემკვიდრეობა ინახება) თითოეული ოთახი, გააკეთეთ მოკლე ჩანაწერები  ოთახის სტრუქტურის – კედლების, ჭერის, იატაკის და ოთახში დაცული ექსპონატების მდგომარეობის შესახებ და გადაიღეთ ფოტოები დახურვამდე არსებული ზოგადი მდგომარეობის დაკუმენტირებისათვის.
  2. მოამზადეთ სათადარიგო ციფრული ფაილი და მისი სამი ბეჭდური  ასლი  (რომლებსაც შეინახავთ სხვადასხვა ადგილას) აუცილებელი ინფორმაციით. ფაილში, წინა პუნქტში აღნიშნული ფოტო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა შედიოდეს:
    • შენობის გეგმა
    • კოლექციის ყველაზე დეტალური და სრული საინვენტარო სია
    • ძეგლზე ან ინსტიტუციაში მომუშავე ყველა თანამშრომლის სია საკონტატქო ინფორმაციითა და საგანგებო ტელეფონის ნომრებით;
    • საგანგებო სიტუაციებში მოქმედების  გეგმა ასეთის  არსებობის შემთხვევაში; 
  3. დახურვის პერიოდისთვის ყველა ისტორიული  ძეგლის   და ინსტიტუციისისთვის  მომზადებული უნდა იყოს განსაკუთრებული, საგანგებო სიტუაციებზე  მორგებული რეაგირების პროცედურები. ეს პროცედურები უნდა მოიაზრებდეს, მინიმალური შემადგენლობის, საგანგებო სიტუაციებზე მორეაგირე გუნდის არსებობას, გუნდის წევრების როლები უნდა განისაზღვროს  აუცილებელი და ძირითადი შესასრულებელი ფუნქციების მიხედვით. გუნდი ავტორიზირებული უნდა იყოს ისეთი სამაშველო მოქმედებების განსახორციელებლად როგორებიცაა: ექსპონატების შველა, გადარჩენა, კომუნიკაცია და ა.შ. გუნდის წევრებისთვის  განსაზღვრული უნდა იყოს ეთიკის კოდექსი,. უზრუნველლყოფილი უნდა იყოს  შესაბამისი ტრენინგი ყველა თანამშრომლისათვის და დაინტერესებული მხარისათვის. 
  4. აიყვანეთ მოხალისეები ადგილობრივი თემიდან ან/და ადამიანი ვინც იცის ცეცხლმაქრის გამოყენება.
  5. საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ეფექტიური კომუნიკაციის უზრუვნელსაყოფად ითანამშრომლეთ ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან; 
  6. შეიმუშავეთ ღია კომუნიკაციის სისტემა უკუკავშირის მისაღებად. დააწესეთ განრიგი საზოგადოებასთან ურთიერთობისთის, მათ შორის ბიზნესის მფლობელების და სხვა დაინტერესებულ მხარეებისათვის. დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდეთ ინფორმაცია დაწესებულების დახურვის შესახებ.
  7. იმ შემთხვევაში თუ თქვენი დაწესებულების სივრცეები გამოყენებული უნდა იყოს ტესტირებისთვის ან სხვა სამედიცინო დახმარების აღმოჩენისთვის  დარწმუნდით, რომ ადამიანები, ვისი პასუხისმგებლობაცაა ამ დროებითი ობიექტების მოწყობა,ინფორმირებული არიან დასაცავი უსაფრთხოების ზომების  და დაცვითი მექანიზმების  შესახებ.  ამასთან ერთად, მათ უნდა მიეწოდოთ შენობის ან სივრცის გეგმები, სადაც აღნიშნული იქნება  აკრძალული ზონები, როგორიცაა საგამოფენო სივრცეები და საცავები, სადაც განთავსებულია კოლექციები.
  8. ახლოს იქონიეთ შესაბამისი დაინტერესებული პირების კონტაქტების სია. ასევე მეზებელთა, ასაკოვან ადამიანთა და იმ სერვისების კოორდინატები, რომელთაც შეუძლიათ მათი დახმარება. სოციალური იზოლაცია შესაძლოა მათთვის რთული იყოს.
  9. იპოვეთ ბიზნესები, რომლებსაც შეგიძლიათ გაუწიოთ დახმარება იზოლაციის პირობებში. მაგალითად საკვების მიმწოდებელი ბიზნესები შეიძლება დაგეხმარონ საკვების მიწოდებაში იმ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელსაც ესაჭიროება დახმარება. 

 

საგამოფენო კოლექციების მომზადება

  1. თუ შესაძლებელია საგამოფენო სივრციდან  აიღეთ ყველა ის ექსპონატი, რომელიც დაზიანების ან ქურდობის მაღალი რისკის ქვეშაა, თუ მათი მდგომარეობა და ზომა იძლევა ამის საშუალებას. შეფუთეთ უსაფრთხოდ და შეინახეთ ისინი შესაბამის ადგილას. ექსპონატის გადატანისას ჩაინიშნეთ მისი თავდაპირველი და საბოლოო ადგილმდებარეობა. დარწმუნდით, რომ ექსპონატებს აქვთ იარლიყები, რომლებზეც დატანილია საიდენტიფიკაციო ნომრები. 
  2. ექსპონატები, რომლების აღებაც ვერ ხერხდება  საექსპოზიციო სივრციდან და იმყოფება  მაღალი რისკის ქვეშ, კატასტროფისგან დაცული უნდა იქნას   ადგილზე. ეს შეიძლება მოხერხდეს  უბრალო შეფუთვის საშუალებით,რომელიც ექსპონატს დაიცავს დავარდნის ან სხვა მექანიკური ზემოქმედებისგან. 
  3. თითოეულ ოთახში, სივრცეში და მონაკვეთზე გამოფენილი ექსპონატების სია უნდა იყოს მოთავსებული შესამჩნევ ადგილას, შესასვლელთან ახლოს. სია უნდა იყოს მოთავსებული კონვერტში ან პოლიეთილენის ფაილში, რათა წყლისგან იყოს დაცული.
  4. საგანგებო მდგომარეობისათვის  საჭირო აღჭურვილობით სავსე ყუთი უნდა იყოს დატოვებული ორ ან სამ მარტივად მისაწვდომ ადგილას, შესასვლელებთან ახლოს და თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ მათი ადგილმდებარეობის შესახებ. ისინი უნდა შეიცავდნენ მინიმუმ ქვემოთ ჩამოთვლილ ნივთებს: 
    • დასატენ ფანარს
    • ჩაფხუტს 
    • სამუშაო ხელთათმანებს 
    • კბილების დამცავს
    • დამცავ სათვალეებს

 

საცავებში  განთავსებული კოლექციების მომზადება

  1. დაიცავით ექსპონატები, რომლებიც გადმოვარდნის რისკის ქვეშ არიან.
  2. მსხვრევადი/ადვილად დაზიანებადი/ ექსპონატები შეფუთეთ, იმისთვის რომ თავიდან აირიდოთ შემთხვევითი დაზიანება, თუ შესაძლებელია მოათავსეთ ისინი ყუთებში.
  3. ყველა  მოძრავი, ჩამკეტიანი თარო უნდა იყოს დაცული;
  4. ყველა ფანჯარა და მეორეული შესასვლელი უნდა იყოს სათანადოდ დახურული.
  5. დარწმუნდით, რომ მნიშვნელოვანი ჩანაწერები კოლექციების შესახებ,საინვენტარო წიგნები, შენობის გეგმები, მზადაა გასაზიარებლად და ხელმისაწვდომი შენობაში შესვლის გარეშე. 
  6. სიგნალიზაცია, უსაფრთხოების კამერები და სხვა უსაფრთხოების სისტემები საცავებში უნდა მუშაობდეს შეუფერხებლად.
  7. დააწესეთ თანამშრომელთა როტაცია,  რომლებიც  იზოლაციის პერიოდში მორიგეობით შეამოწმებენ კოლექციების მდგომარეობას. ეს უზრუნველყავით ადგილობრივ  საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, რომელიც პასუხისმგებელია ეპიდემიის გავრცელების კონტროლზე თქვენს არეალში.
  8. დახურულ კულტურულ ინსტიტუციაში/ ან ღირსშესანიშნავ ადგილზე მოხვედრა უნდა შეეძლოს მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილი პერსონალს.

 

დამატებითი საკითხავი:

Blue Shield Australia: Closed by COVID-19 – Checklist for GLAMs and Historical and Heritage Sites

AICCM Dealing with Unexpected Closure: a guide to caring for collections in building closed due to COVID-19

Museum Study Cultural Institution Crisis Response online course

 

 

სიტუაცია 2: იზოლაციის პერიოდში

 

დახურვის დროს გასათვალისწინებელი  საკითხები 

  1. თუ შესაძლებელია, თანამშრომლებმა მორიგეობის პრინციპით განახორციელონ ვიზიტები შენობაში. ამასთან ერთად, დარწმუნდით რომ გყავთ კრიზისული სიტუაციების  მართვის შესაბამისი გუნდი 
  2. უნდა განხორციელდეს შემდეგი აქტივობები:
    • სასურველია შეიქმნას დღიური სადაც მინიშნებული იქნება იზოლაციის განმავლობაში განხორციელებული ყველა ქმედება, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად მცირე.
    • Რეგულარულად, მინიმუმ თვეში ერთხელ, უნდა მოხდეს ჭერზე წყლის (ხანძარსაწინააღმდეგო) სენსორების გაწმენდა,  კარების და ფანჯრების  უსაფრთხოების შემოწმება.
    • პერიოდიულად უნდა შემოწმდეს წყალზე, ბუნებრივი აირზე და ელექტროენერგიაზე მომუშავე დანადგარები, მათ შორის გათბობის და გაგრილების სისტემა. გაითვალისწინეთ, რომ ეს დანადგერები უნდა იყოს გამორთული ან უნდა ფუნქციონირებდეს მინიმალური დატვირთვით.
    • უნდა მოხდეს კოლექციების ექსპოზიციების და საცავების  ზოგადი დაცულობის მდგომარეობის  პერიოდული  შემოწმება.  ყველა ვიზიტი აღნუსხული უნდა იყოს დღიურში.  ამ ქმედების განხორციელება რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ. ნებისმიერი სახის ანომალიის შესახებ უნდა ეცნობოს შესაბამის პერსონალს. ყველა საქმიანობა უფლებამოსილი და დამოწმებული   უნდა იყოს პასუხისმგებელი პირების მიერ და უნდა ეცნობოთ დასრულებისთანავე. 
  1. საკომუნიკაციო ქსელები  უნდა იყოს მუდმივად გამართული 
  1. იქონიეთ კონტაქტი მოხალისეებთან,  ადგილობრივ მცხოვრებლებთან და კულტურის მატარებლებთან, (დაურეკეთ მათ და იქონიეთ კონტაქტი სხვადასხვა მომსახურების სააგენტოებთან) 
  2. იმ  შემთხვევაში, თუკი თქვენს დაწესებულებაში გარკვეული სივრცეები გამოყენებულია სამედიცინო საქმიანობისთვის  ან სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, იქონიეთ კონტაქტი ობიექტის მენეჯერთან. მიაწოდეთ მას საჭირო სია იმ ზომებისა, რაც უნდა იყოს მიღებული უსაფრთხოების დასაცავად.
  3. გქონდეთ პირველადი მომსახურების სააგენტოების ნომრები 
  4. ყურადღება მიაქციეთ  მგზავრობისა და ჯანმრთელობის რეკომენდაციებს. მიაწოდეთ სიახლეები მოსახლეობას, რომელსაც შესაძლოა არ ჰქონდეს წვდომა ამ ინფორმაციასთან.
  5. ადგილობრივ მოსახლეობასა და დაინტერესებულ პირებს  მიაწოდეთ ინფორმაცია ახალი სამთავრობო დახმარების სქემების შესახებ.
  6. მოუსმინეთ და გაიგეთ  ადგილობრივი თემის, ბიზნესების და კულტურის მატარებელთა საჭიროებები. მიაწოდეთ იდეები მთვარობას და სხვა სააგენტოებს, რომელთაც შეუძლიათ მათი დახმარება.
  7. ერთმანეთს დაუკავშირეთ ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თემის უნარები და შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოთ მხარდაჭერა იზოლაციის პირობებში.
  8. გადახედეთ პროექტებს და ბიზნეს პრაქტიკებს რათა დარწმუნდეთ, რომ მათ შეუძლიათ უზრუნველყონ დაწესებულების თავიდან მარტივად გახსნა და სერვისების მიწოდების გაგრძელება.
  9. შეაგროვეთ ინფორმაცია და მონაცემები, თუ რა საჭიროებები იქნება გახსნის მომენტისთვის,  რათა მომწოდებლებს წინასწარ დაუკავშირდეთ და მოელაპარაკოთ
  10. მოამზადეთ კითხვარი იმის შესახებ, თუ რა ინფორმაცია იქნება საჭირო გახსნისათვის. შეაგროვეთ მონაცემები და კითხვარს ხელახლა გადახედეთ თემთან/საზოგადოებასთან კომუნიკაციის შემდეგ. მიაწოდეთ ეს ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებს.
  11. გადახედეთ  არსებულ პროექტებს, ხელახლა შეაფასეთ მიზნები, შეცვალეთ  და მოარგეთ ისინი ახალი რეალობის მოთხოვნებს.
  12. მოიძიეთ ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობები დიდ კერძო სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან, რათა მოხდეს უნარებისა და ექსპერტიზის თანხვედრა ახალი მოთხოვნების შესაბამისად. ეს ხელს შეუწყობს დაფინანსების ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფას და ბიზნესის ზრდას. 

 

 

სიტუაცია 3: იზოლაციის შემდეგ

 

მემკვიდრეობის ძეგლებისა და დაწესებულებების ხელახალი გახსნა

  1. მიეცით თქვენ თავს და თქვენს თანამშრომლებს დრო, რომ მიეჩვიონ პოსტ- იზოლაციის დღის წესრიგს.
  2. გაითვალისწინეთ სხვადასხვა ფაქტორები, როდესაც იღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორიცაა დაწესებულების ხელახალი გახსნის თარიღი და ხასიათი, მაგალითად გახსნით მას ერთიანად თუ ეტაპობრივად.
  3. შეკრიბეთ ყველა თანამშრომელი და შეიმუშავეთ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა სერვისების გასაახლებლად.
  4. დაიწყეთ სივრცის უსაფრთხოების  შემოწმებით, იმ სივრცეების ჩათლით, რომლებიც არ არის ღია საზოგადოებისათვის.
  5. უსაფრთხოების შემოწმების შემდგომ აღადგინეთ წყლის, ბუნებრივი აირის, ვენტილაციისა და კანალიზაციის სისტემები. 
  • გააღეთ ფაჯრები და გაანიავეთ სივრცეები თუ ეს შესაძლებელია 
  • განაახლეთ წყლის ქსელი და ფილტრები 
  • შესაძლებელია საჭირო გახდეს კონდიცირების სისტემების შეკეთება, ფილტრების გაწმენდა და თავიდან მორგება. 
  • გაუფრთხილდით  სრიალა იატაკს, გაითვალისწინეთ დამტვრეული ან გადაადგილებული ექსპონატების  არსებობის შესაძლებლობა და გაჭედილი კარ -ფანჯარა
  1. მზად იყავით დიდი ხნით დახურული სივრცეების პრობლემებთან გასამკლავებლად, განსაკუთრებით ტენიან კლიმატებში: ობობის სქელები, სინესტე, მწერები,  წყალმცენარეების და ობის სოკოს ზრდა.
  2. დახურულ სივრცეებში შესვლისას, განსაკუთრებით საპირფარეშოებსა და ლაბორატორიები, გაიკეთეთ პირბადე და ხელთათმანები, რათა თავიდან აიცილოთ ინფიცერება და აირიდოთ მავნე ქიმიკატების გავლენა.
  3. კოლექციების მოვლაზე პასუხისმგებელ  თანამშრომლებთან კონსულტაციით მოამზადეთ განრიგი ექსპონატების (მათ შორის დოკუმენტები და ჩანაწერები) მდგომარეობის სწრაფად შესამოწმებლად. შეგიძლიათ დაიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექციებითა და ექსპონატებით.
  4. საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს აცნობეთ სამუშაო საათების გახსნის შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ იქნება გარდამავალი პერიოდი, ვიდრე ორგანიზაციები შეძლებენ სრული დატვირთვით ფუნქციონირებას.
  5. შესთავაზეთ დრო, მხარდაჭერა და სივრცე ადგილობრივ მოსახლეობასა და კულტურის მატარებლებს, მათ შესაძლოა სჭირდებოდეთ კომუნიკაცია ხანგრძლივი  სოციალური დისტანცირების შემდგომ.

იმისათვის, რომ  შეფასდეს პანდემიისგან გამოწვეული ნეგატიური და პოზიტიური ზეგავლენები და მოხდეს  რისკის შერბილება, შექმენით  სამუშაო ჯგუფი რისკების, ზემოქმედების  და გადაუდებელი საჭიროებების შესაფასებლად.  ამ ტიპის ინფორმაცია თქვენს ორგანიზაციას  დაეხმარება სათანადო გრანტების მოძიებაში. 

მეტი ინფორმაციისთვის  იხილეთ:  ზემოქმედების მონიტორინგისა და რისკების შეფასების შაბლონებ

 

მომზადებულია: Ang Ming Chee (GTWHI), Virjaitha Chimalapati (GTWHI), David A. Torres, Marcia Furriel, Catherine Forbes, Abdelhamid Saleh, Celina Rincon, Kene Onukwube, Rohit Jigyasu, Aparna Tandon, and Yasmin Hashem-ს მიერ

Powered by Watch Dragon ball super