COVID19 პანდემიის ფონზე ბევრი ქვეყნის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეეზღუდათ ადამიანთა წვდომა გარკვეულ სივრცეებთან. ეს შეეხო ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მსოფლიოს 167 ქვეყანაში.

UNESCO წარმოგიდგენთ რუკას, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას COVID19 პანდემიის გამო დახურული მსოლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.

რუკაზე წითელი ფერით არის აღნიშნული ქვეყნები, სადაც მემკვიდრეობის ძეგლები დახურულია.

ლურჯი ფერით აღნიშნულია ქვეყნები, სადაც მემკვიდრეობის ძეგლები ნაწილობრივ დახურულია.

ცისფერი ფერით აღნიშნულია ქვეყნები, სადაც მემკვიდრეობის ძეგლები გახსნილია.

შეჯამება

რუკაზე წარმოდგენილია 167 სახელმწიფო, სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები მდებარეობს. 121 (=72%) ქვეყანაში ძეგლები სრულად დახურულია, მაშინ როცა 17 (=10%) ქვეყანაში ძეგლები და ღირსშესანიშნავი ადგილები ღიაა. 29 ქვეყანაში (18%) ძეგლები ნაწილობრივ არის დახურული, რაც მოიცავს ქვეყნებს, სადაც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ნელ-ნელა თავიდან იხსნება.

რუკაზე წარმოდგენილია 2020 წლის 27 აპრილის მონაცემები, UNESCO ყოველკვირეულად განაახლებს აღნიშნულ ინფორმაციას.

რუკასთან გაცნობისას გთხოვთ გაითვალიწინოთ:

  • მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენცია ძალაშია 193 სახელმწფოში, თუმცა მხოლოდ 167 ქვეყნის ძეგლები შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.
  • ეს ნუსხა მოიცავს 1,121 ბუნებრივ, კულტურულ და შერეული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს.
  • ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც მოქმედებს ფედერალური სისტემები, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ამ საკითხის მიმართ შესაძლოა გამოყენებული იყოს განსხვავებული მიდგომები.
  • ზოგიერთი ტიპის ძეგლის შემთხვევაში, როგორიცაა ქალაქის ცენტრი, ურბანული ანსამბლი ან სასოფლო ლანდშაფტი, ადამიანთა წვდომა შესაძლოა დაშვებული იყოს მათ ზოგიერთ ნაწილში, ნაწილი კი დახურული იყოს.
  • ზოგიერთ ქვეყანაში ძეგლები  ხელახლა იხსნება, მაგალითად ჩინეთში.
  • როდესაც ძეგლები დახურულია, აქტივობათა მონიტორინგი შესაძლოა გაგრძელდეს, განსაკუთრებით ბუნებრივი ძეგლების შემთხვევაში. რაც შესაძლოა გულისხმობდეს ბრაკონიერობის საწინააღმდეგო განყოფილებების მიერ, ასევე სატელიტური სურათების ან დრონების მეშვეობით ჩატარებულ მონიტორინგს და საგანგებო ჩარევებს, მაგალითად ხანძრის შემთხვევაში.

იხილეთ ორიგინალი პოსტიhttps://en.unesco.org

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super