29 ივნისს – 1 ივლისს გორის სამხედრო დიდების მუზეუმში ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა პროექტ „გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა” ფარგლებში შიდა ქართლის მუზეუმების თანამშრომლებისავის ჩაატარა ტრენინგი – “სამუზეუმო კოლექციების პრევენციული კონსერვაცია”.


3 დღიან ტრენინგს უძღვებოდა პრევენციული კონსერვაციის სპეციალისტი ნინო კიტოვანი, რომელზეც განხილული იყო პრევენციული კონსერვაციის არსი, დაგეგმვა და განხორციელების გზები, საუბარი იყო სამუზეუმო კოლექციების დამაზიანებელი ფაქტორების შესახებ, როგორიც არის კლიმატი – ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, ასევე განათება, ბაქტერიები, მწერები და ა.შ. ტრენერმა მონაწილეებს გააცნო კლიმატის მზომი ხელსაწყოების გამოყენება, ფსიქრომეტრული ცხრილების შედგენის წესი, გრაფიკების აგება, ციფრული ინფორმაციის გამოყენება, ასევე დაზიანებული ექსპონატების დამუშავების, მკურნალობის თუ პრევენციის მეთოდები. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
