29 ივლისს გაიმართა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიმდინარე პროექტის „გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა” ფარგლებში დაგეგმილი პირველი სამუშაო შეხვედრა იმ სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე და კატასტროფების რისკების მართვაზე კრიზისულ სიტუაციებში. გაცნობითი ხასიათის ღონისძიებას უძღვებოდა კატასტროფების რისკის მართვის სპეციალისტი ბ-ნ ირაკლი ქობულია.

საქართველოს ლურჯი ფარის პროექტი, რომელიც ხორციელდება ფონდ ALIPH-ის („კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსი“) ფინანსური მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის კატასტროფის რისკისთვის მზადყოფნასა და მართვას.

პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება იმ სახელმწიფო უწყებებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე კრიზისულ სიტუაციებში.

სწორედ აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა, რომლის ძირითადი მიზანია სამუშაო ჯგუფის ფორმირება, ჯგუფის მუშაობის ძირითად პრინციპებზე შეთანხმება და სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამასთან ერთად, შეხვედრის ფარგლებში მოხდა პროექტის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების გაცნობა ყველა დაინტერსებული მხარისათვის და პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული აქტივობების წარდგენა.

მოწვეული სტუმრებიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ შემდეგი უწყებების ოფიციალური წარმომადგენლები თუ ხელმძღვანელი პირები:

• UNDP საქართველოს კატასტროფების რისკების შემცირების სამსახურის უფროსი,
• საქ. წითელი ჯვრის საზოგადოების გენ. მდივანი,
• საქ. წითელი ჯვრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი,
• წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მრჩეველი თავდაცვისა და უშიშროების ძალებთან მუშაობის დარგში სამხ. კავკასიაში
• ილიას სახ. უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი,
• გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე,
• საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,
• თსუ მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი,

თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდით მობრძანებისთვის და იმედს გამოვთქვამთ უფრო მეტად გაღრმავდება ჩვენი თანამშრომლობა უახლოეს მომავალში.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super