29 სექტემბერს გაიმართა საქართველოს ლურჯი ფარის თავმჯდომარის მანანა თევზაძის შეხვედრა (EUMM) ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის საველე ოფისის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოს ლურჯი ფარის საქმიანობის და მიმდინარე პროექტების უკეთ გაცნობას. მოხდა „გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა“ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, პროქტის ძირითადი მიზნების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და შემდგომი თანამშრომლობის დაგეგმვა.

Powered by Watch Dragon ball super