გსურთ გაიგოთ, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ადგილობრივი საზოგადოების ტრადიციული ცოდნა სტიქიის რისკის შესამცირებლად?

13 ოქტომბერს, კატასტროფების რისკის შემცირების მსოფლიო დღეს, ჩვენმა პარტნიორმა კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (ICCROM) საქართველოს ლურჯ ფართან თანამშრომლობით გამოსცა ელექტრონული პუბლიკაცია inSIGHT, რომელიც ხალხზე ორიენტირებული მიდგომით შქმნილ ერთგვარ თამაშს წარმოადგენს. იგი მომხმარებლებს სთავაზობს გაიგოს, თუ როგორ უწყობს ხელს კონკრეტული ადგილის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა კატასტროფის რისკის შემცირებისა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს.

თამაში inSIGHT საშუალებას მისცემს ადგილობრივ მთავრობებს, ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს საზოგადოების ტრადიციული ცოდნისა და პრაქტიკის გამოყენებით ხელი შეუწყონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებითულ სამოქმედო გეგმა 13-ის განვითარებას, კლიმატის გლობალური ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირებას და დაგვეხმარება კატასტროფის რისკის უკეთ გაგებაში რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სენდაის კატასტროფის რისკის შემცირების სისტემის დანერგვას.

კატასტროფების რისკის შემცირების ინიციატივებით დაინტერესებული ფართო სპექტრის ინსტიტუტებისა და პირებისთვის გამიზნული საზოგადოებაზე ორიენტირებული თამაში, იძლევა სოციალურ გამოცდილებას. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, პროფესიისა და სოციალური წარმოშობის როგორც ქალაქის, ისე სოფლის მაცხოვრებლებს.

თამაში შედეგად მოგვცემს:

  • გავარკვიოთ, თუ რას მიიჩნევს მოსახლეობა ყველაზე მნიშვნელოვან მემკვიდრეობად.
  • აღმოვაჩინოთ კატასტროფათა რისკების ძირეული მიზეზები კონკრეტულ კონტექსტში.
  • გავიაზროთ, თუ როგორ შეიძლება მემკვიდრეობამ ხელი შეუწყოს საზოგადოების კეთილდღეობას და დაგვეხმაროს კატასტროფათა რისკის შემცირებაში.
  • მოგვაწვდის იდეებს კატასტროფის წინაშე მედეგობის გაძლიერებისათვის, რაც გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის ძირითადი პრობლემების განხილვას ადგილობრივი საზოგადოების აქტიური ჩართულობით.

საკითხისადმი თამაშის ფორმით მიდგომა გვეხმარება არაფორმალური, ინკლუზიური და სანდო ატმოსფეროს შექმნის გზით პროცესში ჩავრთოთ სხვადასხვა დემოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელი პირები. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს ბარიერების და სტერეოტიპების დამსხვერვას.

inSIGHT შეიქმნა ICCROM-ის პროგრამის “კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარება და მედეგობა კრიზისის დროს” და მისი პროექტის: “კულტურა არ იცდის: მემკვიდრეობა მშვიდობისა და მედეგობისთვის” – ფარგლებში. სახელმძღვანელოს განვითარება და საველე ტესტირება ჩატარდა საქართველოში, რისკის ქვეშ მყოფ ბუნებრივი მემკვიდრეობით მდიდარ ზემო რაჭის რეგიონში, რომელშიც ICCROM-მთან ერთად მონაწილეობას იღებდა ინგლისის ლაფბოროს უნივერსიტეტი და საქართველოს ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტი.

გადმოწერეთ, გააზიარეთ და დაიწყეთ თამაში inSIGHT: A Participatory Game – ერთად ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობა მთელს მსოფლიოში.

Show Buttons
Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus
Share On Linkedin
Hide Buttons

Powered by Watch Dragon ball super