24-25 ივნისს ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება”. კონფერენცია გაიმართება სრულიად ონლაინ ფორმატში. ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი პროექტის პარტნიორ ორგანიცაზიას წარმოადგენს.

პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული ფინანსური მხარდაჭერით. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი; კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.

ორ დღიან კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორიო მაგალითები. სპეციალისტები უკრაინიდან, ინგლისიდან, ამერიკიდან და საქართველოდან ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე ამ სფეროში და მომავლის ხედვაზე. 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტის დირექტორი პიტერ სტოუნი და კომიტეტის სხვა წარმომადგენლები, მათ შორის ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე – მანანა თევზაძე.

კონფერენციაზე დასწრება უფასო და შესაძლებელია ყველა მსურველისათვის. მეტი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს

Powered by Watch Dragon ball super