2021 წლის 2 ივლისს ეროვნული გვარდიის მიწვევით ლურჯი ფარის გუნდმა მონაწილეობა მიიღო თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კრიზისებზე რეაგირების ერთობლივ სწავლებაში ,,პალდო-2021’’.

სავარჯიშოს ფარგლებში გუნდმა კოორდინირება გაუწია მონაწილეების მიერ წარმოსახვითი კულტურული მემკვიდრეობის (არქეოლოგიური) ობიექტის და მოძრავი ძეგლების საგანგებო დაცვასა და ევაკუაციას სიმულირებული ბუნებრივი კატასტროფის დროს.

სწავლებისათვის მომზადდა სიმულირებული არქეოლოგიური ძეგლი და საველე ლაბორატორია. სწავლების ფარგლებში, განგაშის გამოცხადების შემდგომ ლურჯი ფარის გუნდმა მოახდინა არტეფაქტების საგანგებო დოკუმენტაცია და საევაკუაციოდ მომზადება ეროვნულ გვარდიასთან ერთად.
სწავლებაში მონაწილე ტერიტორიული რეზერვის დახმარებით მოხდა უძრავი ძეგლის დაცვა და საველე ლაბორატორიიდან არტეფაქტების გადატანა უსაფრთო სივრცეში.

სწავლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ლუჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და საქართველოს თავდაცვის ძალების თანამშრომლობის გზაზე. მიმდინარე წელს დაგეგმილია მსგავსი ერთობლივი სწავლების ჩატარება გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც ლურჯი ფარი საერთაშორისო ფონდ ALIPH-ის („კონფლიქტური რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსი“ – https://www.aliph-foundation.org/en) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა”.