ოთხ დღიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა შეიარაღებული კონფლიქტის დროს” 17-18 მაისს, თბილისში ეროვნულ გვარდიაში, ხოლო 19-20 მაისს, პრაქტიკული სიმულაციური ნაწილი გორში, სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდა.

სწავლებას საერთაშორისო ლურჯი ფარის ექსპერტები – მაიკლ დეკლარუზი და ემა ქანლიფი უძღვებოდნენ. მასში მონაწილეობას მიიღეს შმედეგი ადგილობრივი და ეროვნული უწყებების წარმომადგნლებმა:

ეროვნული გვარდია;

გორის მუნიციპალიტეტი;

შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია;

დაცვის პოლიცია;

შიდა ქართლის მუზეუმები;

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი და

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.

დამკვირვებლის სტატუსით სწავლებას დაესწრნენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები და ფონდ Aliph-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ფრელანდი.

გათამაშდა მოსალოდნელი შეიარაღებული კონფლიქტის სცენარი, სადაც მონაწილეებმა ისწავლეს:

შეიარაღებული კონფლიქტის დროს სიტუაციის სწორად შეფასების პრინციპები;

უწყებების მობილიზება და მოვალეობების გადანაწილება;

რისკების შეფასების მეთოდები;

ექსპონატების მომზადება ევაკუაციისთვის (გადაუდებელი დოკუმენტაცია, შეფუთვა);

ექსპონატთა დროებით საცავში გადატანის წესები.

სწავლება პროექტის ,,გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა” ფარგლებში ჩატარდა. ამავე პროექტით გათვალისწინებულია სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმის კოლექციების ციფრული დოკუმენტაცია და მუზეუმის საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და მართვის გეგმის შემუშავება.

პროექტი ფონდ Aliph-ის დაფინანსებით ხორციელდება. სწავლების მიზანი იყო მონაწილეებისათვის მიეწოდებინა ზოგადი ინფორმაცია სამხედრო პასუხისმგებლობებისა და შესაძლებლობების შესახებ კულტურულ ფასეულობათა დაცვის მართებულად განხორციელებისთვის. სწავლება, აგრეთვე, მიზნად ისახავდა უწყებათშორისი კოორდინირებული მოქმედების გაუმჯობესებას კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად კრიზისის დროს. კურსის განმავლობაში ყურადღება გამახვილებული იქნა შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ 1954 წლის ჰააგის კონვენციის მიერ დაწესებულ ვალდებულებებზე და მის ორ – 1954 და, განსაკუთრებით, 1999 წლის ოქმზე.

Powered by Watch Dragon ball super