2022 წლის 18 სექტემბერს ლურჯი ფარის ეროვნულმა კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის უწყებათშორის საველე სწავლებაში “რაჭა – 2022”.
სწავლების ფარგლებში გათამაშდა ბუნებრივი კატასტროფის სცენარი, ლურჯი ფარის გუნდმა კოორდინირება გაუწია კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების ევაკუაციას სიმულირებული არქეოლოგიური ძეგლიდან და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან.
ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა რაზმებისა და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრების დახმარებით მოხდა ექსპონატთა საგანგებო დოკუმენტაცია, შეფუთვა და უსაფრთხო საცავში გადატანა იმიტირებული საველე ლაბორატორიიდან და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სიმულირებული საცავიდან.
ლურჯი ფარის გუნდი უკვე მეორედ მონაწილეობს მსგავს სწავლებაში. 2021 წელს ამავე უწყებების მოწვევით ლურჯი ფარის გუნდმა მონაწილეობა მიიღო საველე სწავლებაში ‘პალდო – 2021’ კახეთში, ხოლო მიმდინარე წლის გაზაფხულს, ეროვნული გვარდია აქტიურად ჩაერთო ლურჯი ფარის მიერ ორგანიზებულ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებაში “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა შეიარაღებული კონფლიქტის დროს”, რომელიც გაიმართა თბილისსა და გორში და მასში სხვადასხვა უწყებებიდან 50-მდე მონაწილეობადა, მათ შორის შიდა ქართლის 12 მუზეუმის წარმომადგენელი.