16 დეკემბერს  მემკვიდრეობის რესურსების ცენტრში წარდგენილი იქნა ლურჯი ფარის ახალი პუბლიკაცია – კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარება კრიზისის დროს (First Aid to Cultural Heritage in Times of Crisis) – სახელმძღვანელოსა და ინსტრუმენტთა კრებულის თარგმანი ქართულ ენაზე, რომელიც მომზადებულია ICCROM-ის (კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრი) და პრინც კლაუსის ფონდის მიერ.

პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:  

სახელმძღვანელო სამაგიდო წიგნია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ჩართული პროფესიონალებისათვის და ის შეიცავს უახლეს ინფორმაციას საერთაშორისოდ აღიარებულ ქმედებებსა და ნორმებზე, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ნებისმიერი ტიპის მემკვიდრეობის დასაცავად კრიზისების შემთხვევაში, იქნება ეს ბუნებრივი კატასტროფა თუ შეიარაღებული კონფლიქტი.

თარგმანის პრეზენტაცია ჩატარდა 16 დეკემბერს  მემკვიდრეობის რესურსების ცენტრში.

ღონისძიებაზე დამსწრეებს ასევე წარედგინათ ორგანიზაციის მასშტაბური პროექტის „გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა”- მთავარი მიღწევები. შეგახსენებთ, რომ პროექტი განხორციელდა 2020-2022 წლებში, გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ  მუზეუმთან  თანამშრომლობითა და ფონდ Aliph-ის დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში მომზადდა მუზეუმის საგანგებო რეაგირების გეგმა, რომელიც ამჟამად არის დამტკიცების ბოლო საფეხურზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

ღონისძიების დასასრულს გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: “კულტურული მემკვიდრეობის მზადყოფნა კატასტროფის რისკისთვის”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს:

შსს საგანგებო სიტუაციების სამსახურის;

საქართველოს ეროვნული გვარდიის;

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის;

ICOM საქართველოს;

და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წარმომადგენლებმა.

Powered by Watch Dragon ball super