პროექტის „ოკუპირებული რეგიონების არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვა“ ფარგლებში, წეროვანში, ახალგაზრდულ სახლში, დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. ფოკუს ჯგუფთან შეხვედრის მიზანი იყო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, დიდი ლიახვის ხეობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დოკუმენტაცია.

მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პირადი ისტორიები და გამოცდილება კულტურული მემკვიდრეობის, ოჯახის, ტრადიციების, დღესასწაულების, ხალხური ისტორიების, ტოპონიმების და სხვა მემკვიდრეობის შესახებ. ფოკუს ჯგუფების შეხვედრების ფარგლებში იქმნება სივრცე, სადაც დევნილ პირებს შეუძლიათ დაფიქრდნენ მემკვიდრეობის როლზე მათი იდენტობის ჩამოყალიბებაში.დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობის გამოკითხვისა და შემდგომი კვლევის მეშვეობით, პროექტზე მომუშავე გუნდი გამოავლენს ამ თემის საერთო პრიორიტეტებს.

პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით. პროექტის უპირველესი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქართველ დევნილ პირებს მათი საერთო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

Powered by Watch Dragon ball super