პროექტის “ოკუპირებული რეგიონების არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვა” ფარგლებში, კოდაში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, სოფელ კეხვის მოსახლეობის ფოკუს ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა. კეხვიდან დევნილებმა მშობლიური სოფლის იმ ტრადიციებსა და ჩვეულებებზე ისაუბრეს, რასაც დღესასწაულებზე ყოველ წელს იცავდნენ და დღემდე არ დავიწყნიათ.

მონაწილეებმა შეხვედრაზე დეტალურად გაიხსნეს, როგორ აღინიშნებოდა დღეობა (შვიდმაისობა), აღდგომა, შიიობა, ანგელოზობა, კორკოტობა, ძველით ახალი წელი და ჩიტფაფაობა; გაგვიზიარეს თუ რას იყენებედნენ სამკურანლო მცენარეებად და ასევე, გვიამბეს თევზაობასა და მეკვლეების ტრადიციაზე, წმინდა ადგილებისა და ტოპონიმების შესახებ.

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი პროექტს 2022 წლის მარტიდან პრინც კლაუსის ფონდისა და საგანგებო რეაგირების პროგრამის (Cultural Emergency Response Programme – CER) გრანტის მხარდაჭერით ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვას.

პროექტის პარტნიორები არიან ააიპ ისტორიულ – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი და პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი.

Powered by Watch Dragon ball super