“სახლში სულ სხვა ხალისი ჰქონდა ამ ყველაფერს… აქ როცა მოდის 20 მაისი, გული მწყდება ხოლმე, ვიდრე მიხარია…” – ქეთევან ლომსაძე.

20 მაისის დღეობას (“შვიდმაისობა”) კეხვიდან დევნილი მოსახლეობა მშობლიური მიწისგან შორს, მაგრამ მაინც დღემდე აღნიშნავს. ჩვენმა მასპინძელმა დღეობისთვის განკუთვნილი განსაკუთრებული ლუდის ხარშვის ტექნიკა გაგვიზიარა, ჩვენთან ერთად მოამზადა და გაგვასინჯა და გამოგვატანა კიდეც.

ვიდეო ჩანახატები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით მომზადდა და სპეციალურად შექმნილ ვიდეო პორტალზე განთავსდება.

პროექტი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის არამატერიალური მემკვიდრეობის დასაცავად, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით, და საგანგებო რეაგირების ფონდის (Cultural Emergency Response Programme CER) გრანტის მეშვეობით ხორციელდება. პროექტის პატრნიორები არიან: ააიპ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი, დიდი ლიახვის მუზეუმ-ნაკრძალი და პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი (PennCHC).

Powered by Watch Dragon ball super