ანგელოზობის დღესასწაულზე ჩაფიქრებული სურვილი ყოველ წელს უცვლელია – ყველა კეხველის ოცნება დღესასწაულის მშობლიურ მიწაზე აღნიშვნაა.
წელიწადის რა დროს და რა ფორმით აღინიშნებოდა ანეგლეზობისთვის მირთმევის ტრადიცია, ამაზე სასაუბროდ ნინო ნადირაძემ სახლში გვიმასპინძლა, სადაც ოჯახის ყველაზე უმცროს წევრებთან ერთად, სადღესასწაულოდ მოხარშული ქათამი და დახვეული ქადა მოამზადა. ტრადიციისამებრ, ყველაფერი ღვინოსთან, წყალთან, ბაზმასთან და სანთელთან ერთად კარადაში იდგმება და ანგელოზებისადმი ლოცვას წარმოთქვამენ.
ვიდეო ჩანახატები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით მომზადდა და სპეციალურად შექმნილ პორტალზე განთავსდება.
პროექტი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის არამატერიალური მემკვიდრეობის დასაცავად, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით და საგანგებო რეაგირების ფონდის (Cultural Emergency Response Programme CER) გრანტის მეშვეობით ხორციელდება. პროექტის პატრნიორები არიან: ააიპ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი, დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალი და პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი (PennCHC).