1 ივლისს, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, მანანა თევზაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის ქალთა მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე და თემატურ პანელზე “ქალები კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად კონფლიქტის სიტუაციაში” საქართველოს ლურჯი ფარის საქმიანობაზე ისაუბრა.

კონფერენცია 9 ძირითად პანელს მოიცავდა, რომელზეც განხილული იყო კონფლიქტების, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მთავარი თემები.

თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია (TWIC), საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პატრონაჟით უკვე მეორედ ჩატარდა.TWIC არის პლატფორმა, რომელიც აყალიბებს დისკუსიის ახალ სივრცეს ყველა ქალისთვის ცოდნის, გამოცდილებისა და ხედვების გასაზიარებლად. ის აერთიანებს სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებს, მინისტრებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს, მედიისა და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

Powered by Watch Dragon ball super