კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

  • 2005 წლისთვის ბედიის საკათედრო ტაძარში ძლიერ დაზიანებული იყო სამხრეთ კედლის მხატვრობა ბაგრატ III-ის გამოსახულებით (X საუკუნე). ტაძარი მძიმე მდგომარეობაშია, სახურავიდან ნალექი ჟონავს, კედლები დაბზარულია და ნაწილობრივ დაფარულია ხავსით, იატაკი გათხრილია და საპირე ქვის წყობა დაზიანებულია.
  • 2007 წელს ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა გაგრის ეკლესიაში (VIს.). 

ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას (XIს.) 2009 წელს დაადგეს მისთვის არატრადიციული “მუზარადის ფორმის გუმბათი“, თეთრად შეღებეს ფასადები და აღმოსავლეთ კედელზე დაცული ქართული ლაპიდარული წარწერები.

  • 2009 წელს მიმდინარეობდა წმინდა სიმონ კანანელის სახელობის ახალი ათონის ტაძარის ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოები.
  • დრანდის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი (VI-VIIIსს.) თეთრად არის გადაღებილი. 2011 წელს მე-7 საუკუნის ავთენტური სანათლავის არქეოლოგიურ ნაშთს დააშენეს რკინა-ბეტონის მონოლითური კონსტრუქცია და თანამედროვე მასალებით მოაპირკეთეს. მოგვიანებით, 2016 წელს აღნიშნული კონსტრუქცია მოიხსნა.

სოფელ ჭუბურხინჯის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მთლიანად თეთრად არის გადაღებილი. რუსულენოვანი მედია წყაროების მიხედვით, ეკლესიის ე.წ. რესტავრაცია პირადი შეწირულობის მეშვეობით მოხერხდა. 

  • 2013 წელს ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა ლიხნეს ტაძარში. 
  • 2016 წელს ანაკოფიის ციხის კომპლექსის ბაზილიკური ეკლესიის საკურთხეველში მდებარე კედელი დაშალეს. ახალი ათონის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორის თქმით, ეს მოხდა ძეგლის მძარცველებისგან დასაცავად. 

  • 2016 წლის იანვარში გუდაუთაში, პუშკინისა და აიააირას ქუჩების გზაჯვარედინზე მდებარე, მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული შენობა ნებართვის გარეშე დაანგრიეს.
  • 2017 წელს სოხუმის ცენტრში მდებარე ისტორიული თურქული აბანოს დემონტაჟი დაიწყო. მედია წყაროების მიხედვით, სამუშაოების დაწყებამდე ძეგლი ამოიღეს აფხაზეთის დე-ფაქტო კულტურის სამინისტროს მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან და ტერიტორია შეისყიდა სამშენებლო კომპანიამ. დემონტაჟის გადაყვეტილებას ვეტო დაადო დე-ფაქტო კულტურის სამინისტრომ, თუმცა 2017 წლის ივლისში სამუშაოები აღდგა.
  • 2017 წელს სოფელ წებელდასთან მდებარე მეცხრამეტე საუკუნის პოლონური ეკლესია და სასაფლაო განადგურდა პოლიგონის მოწყობის მიზნით.
  • 2017 წელს წყალდიდობამ დააზიანა კოდორის ციხე.
  • 2018 წელს გულრიფშის სანატორიუმი ამოიღეს დე-ფაქტო აფხაზეთის კულტურის სამინისტროს ძეგლთა სიიდან. ძეგლი მძიმე მდგომარეობაშია.
  • 2018 წელს ე.წ. რესტავრაცია ჩაუტარდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას სოფელ ვლადიმიროვკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში.
  • 2018 წლით დათარიღებულ ფოტოზე, ილორის ტაძრის მინაშენის იატაკი დაფარულია ლურჯი ფერის კერამიკული ფილებით.
  • რუსულენოვანი მედია წყაროების მიხედვით, 2019 წელს მოქვის ტაძრის გუმბათი დაზიანებული იყო  და ეკლესია საჭიროებდა სასწრაფო რესტავრაციას.
  • ზემო ღუმურიშის ეკლესია (XIXს.) – 2019-2020 წლებში ეკლესიას გამოუცვალეს სახურავი, ხოლო ბოლო დროინდელ სურათებზე შეიმჩნევა ეპოქისათვის შეუსაბამო დუღაბი ტაძრის ინტერიერში. 
  • ოქუმის ხარების ეკლესია (XIXს.) – 2021 წლით დათარიღებულ ფოტოებზე, ტაძრის ინტერიერში ჩანს ეპოქისათვის შეუსაბამო დუღაბი. იგივე სურათია 2023 წლის ფოტოებზეც.
  • წარჩეს ნათლისღების ეკლესია (XIXს.) – 2023 წლის ფოტოებზე ჩანს ეკლესიის ახალი მეტალო-პლასტმასის ფანჯრები და ეპოქისათვის შეუსაბამო ბალუსტრადა ეკლესიის ინტერიერში.

არქეოლოგიური გათხრები, შავი არქეოლოგია და არტეფაქტებით უკანონო ვაჭრობა

  • 2013 წელს დიდ ბრიტანეთში, სოტბის აუქციონზე გამოჩნდა ვერცხლის გვიანანტიკური, მეოთხე საუკუნით დათარიღებული რიტონი სოფელ აჩმარდადან.
  • 2015 წელს შავი არქეოლოგიის კვალი დაფიქსირდა ჯანტუხას სამაროვანზე. 
  • 2016 ივლისს დააკავეს სოფელ აჩმარდაში სამაროვან ძეგლზე არალეგალურად მომუშავე რუსეთის სამი მოქალაქე. ეს იყო პირველი შემთხვევა აფხაზეთის ტერიტორიაზე შავი არქეოლოგიის მიმდევრების დაკავებისა. 
  • აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიჩისლავ ჩირიბკამ 2017 წელს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ასახული იყო ერმიტაჟის მუზეუმში გამოფენილი არტეფაქტები სოფელ ხაშუფსედან. წარწერების მიხედვით, მუზეუმმა ისინი 2001 წელს შეიძინა კერძო კოლექციიდან. 
  • 2018 წელს სოფელ აჭანდარაში მიწის დამუშავების დროს, ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა მდიდრული სამარხი. მან მონაპოვარი მუზეუმს ჩააბარა, ქართველი არქეოლოგის, ზურაბ ბრაგვაძის თქმით, არქეოლოგიური გათხრების ორგანიზება ვერ მოხერხდა შემდეგ წლამდე, როდესაც ადგილზე მისულ არქეოლოგებს სამარხის ტერიტორია ცარიელი დახვდათ. 
  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ჩართულობით 2019 წელს დასრულდა 2006 წელს დაწყებული გათხრები ტყვარჩელში, სადაც აღმნოჩენილი იქნა სამაროვანი და ორი დასახლების კვალი. 
  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ჩართულობით 2019 წელს გათხრები ჩატარდა ოჩამჩირეში, აღმოჩნდა კოლხური ოქროს სამკაული.
  • 2019 წელს მოყვარული არქეოლოგის მიერ გათხრები ჩატარდა ძიხვას და ხიმსას მთებზე.
  • 2020 წელს სოფელ შუბარაში შემთხვევით აღმოჩნდა ირანული წარმოშობის თასი. ზურაბ ბრაგვაძის თქმით, ეს ტერიტორიაც გათხრილი დახვდათ არქეოლოგებს. 
  • 2020 წელს შავი არქეოლოგიის კვალი აღმოჩნდა კოდორის ხეობის ციხე-სიმაგრე ციბილიუმში. ადგილზე გადაღებულ ვიდეოზე ჩანს გათხრების შედეგად დატოვებული ორმოები და კერამიკის ნატეხები. 
  • 2020-2022 წლებში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ჩართულობით მიმდინარეობდა არქოლოგიური გათხრები სოფელ მერკულაში.
  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ჩართულობით 2021 წელს ანტიკური ხანის ქალაქ გიენოსში, თანამედროვე ქალაქ ოჩამჩირის ტერიტორიაზე, აღმოჩნდა სარკოფაგი, ჩატარდა მისი კონსერვაცია და რესტავრაცია, სარკოფაგი გადაიტანეს აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში.
  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ჩართულობით 2022 წელს გიენოსში აღმოჩნდა მე-6-მე-4 საუკუნეების სამლოცველო, ეგვიპტური და ბერძნული ღვთაებების ფიგურები.
  • 2022 წელს სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ ანუხვაში ტარდებოდა არქეოლოგიური გათხრები და ეკლესიის რესტავრაცია სანქტ- პეტერბურგელი ექსპერტების ჩართულობით.

Powered by Watch Dragon ball super