Საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტი ჩვენ მიერ მომზადებული ვიდეო ჩანახატების შესახებ. ვიდეო ჩანახატებში გიყვებით სამ ტრადიციულ დღესასწაულზე (ახალი წელი, აღდგომა, საღვთო), რომელიც ოკუპირებული დიდი ლიახვის ხეობაში იყო გავრცელებული. დევნილები ძველ წეს-ჩვეულებებს არც ომის შემდეგ ივიწყებენ.
Პროექტის მთავარი მიზანია, ომის ტრაგიკული შედეგებიდან გამომდინარე, არ დაიკარგოს ის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ამა თუ იმ კუთხის სოციალურ-კულტურულ თუ რელიგიურ ცხოვრებაში.
Პროექტის იდეის ავტორი: ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი
Პროექტი განხორციელდა ამერიკის საელჩოს დაფინანსებით
ვიდეო ჩანახატებზე მუშაობდნენ: ანა კვიჭიძე, ავთანდილ ხორავა
პირველი არხი, მოამბე 9 საათზე, 16 ოქტომბერი 2023.