კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსის, ფონდ ALIPH-ის დაფინანსებით, კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების კოლექციების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ სპეციალური კვლევები მიმდინარეობს.

ინფორმირებული დოკუმენტაციის შექმნის მიზნით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
სამუზეუმო გარემოს შეფასება
ეს აქტივობა მოიცავს 3-თვიან პროცესს, რომლის განმავლობაში თითოეულ მუზეუმში აღიწერება არსებული გარემო პირობები. მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის შემდეგ, სამუზეუმო გარემოს შესახებ შეიქმნება საბოლოო ანგარიში.

მუზეუმის კოლექციების შეფასება
კოლექციებზე არსებული და პოტენციური საფრთხეებისა და ზიანის შესაფასებლად შეიქმნება სპეციალური კითხვარები. მუზეუმის თანამშრომლების მიერ შევსებული კითხვარების გაანალიზის შედეგად კი, მომზადდება შესაბამისი დასკვნები.

მიკოლოგიური კვლევა
მიკოლოგიური კვლევა გაანალიზებს ნიმუშებს თითოეული მუზეუმიდან და მოამზადებს ანგარიშს შესაბამისი მიგნებების საფუძველზე.

პროექტში ჩართული მუზეუმები:
კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ჯამბაკურ ორბელიანთა სასახლე-მუზეუმი
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი
გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი
საპროექტო პერიოდი: 2023 სექტემბერი – 2024 იანვარი