პროგრამები
მოხალისეების – გუნდის მომზადება და მოქმედება საგანგებო სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად;
გახდი ლურჯი ფარის მოხალისე!
დარეგისტრირდი ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
ერთად დავიცვათ ჩვენი მემკვიდრეობა
რისკისთვის მზადყოფნა – მუზეუმების, ძეგლების, არქივებისა და ბიბლიოთეკებისათვის დახმარების აღმოჩენა რისკისთვის მზადყოფნისა და მართვის გეგმების შემუშავებაში;
დონორი: პრინც კლაუსის ფონდის საგანგებო რეაგირების პროგრამა
ახალგაზრდული ბანაკის მოსამზადებელი პროექტი
პროექტის ფარგლებში ქ. გორში ჩატარდა მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალისა და შიდა ქართლის რეგიონის მუზეუმების თანამშრომლების ტრენინგი რისკისთვის მზადყოფნისა და საგანგებო რეაგირების ღონისძიებებში, შემუშავდა რეკომენდაციები დიდი მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის რისკისთვის მზადყოფნის გეგმისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების შესამუშავებლად.
პროექტის პარტნიორი: WATCH International.
ახალგაზრდობა და კამპანიები – კულტურული მემკვიდრეობის განათლების პროგრამების განხორციელება და ახალგაზრდების გააქტიურება;
დონორი: შვედეთის ინსტიტუტი
ლურჯი ფარის და WATCH International-ის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრები ქ. მცხეთაში.
პროექტის მიზანი იყო საქართველოს ლურჯი ფარისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე” შვედეთისა და ალბანეთის ოფისების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრების ორგანიზება. დაიგეგმა ერთობლივი საპროექტო წინადადება მემკვიდრეობის ახალგაზრდული ბანაკის მოსაწყობად საქართველოში, შეიქმნა ლურჯი ფარის ვებ-გვერდი და გამოიცა საინფორმაციო მასალები.
ტრენინგი რისკისთვის მზადყოფნისა და რისკების შემცირების ღონისძიებებში მცხეთისა და შიდა ქართლის მუზეუმების თანამშრომლებისთვის.
განცხადებები და პეტიციები – ადგილობრივი და საერთაშორისო რეაგირება საქართველოს მთელ, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების შემთხვევებში.
1. ლურჯი ფარის წერილი საერთაშორისო ორგანიზაციებს ცხინვალის რეგიონში არსებული იკორთის ტაძრისა და თირის მონასტრის მდგომარეობის შესახებ | 09.05.2013 იხილეთ ბმული
2. ერთიანი მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთი) მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო | 24.03.2014 იხილეთ ბმული
3. საქართველოს ლურჯი ფარის განცხადება დრანდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის შესახებ | 06.01.2014 იხილეთ ბმული