ახალგაზრდობა და კამპანიები – კულტურული მემკვიდრეობის განათლების პროგრამების განხორციელება და ახალგაზრდების გააქტიურება.
ახალგაზრდა აქტივისტთა მემკვიდრეობის ბანაკი
დონორი: Forum Syd
“ახალგაზრდა აქტივისტთა მემკვიდრეობის ბანაკის” მიზანია, გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა კულტურული და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში, განავითაროს მათი, როგორც აქტივისტების უნარები, რათა გაიზარდოს სამოქალაქო ცნობიერება მემკვიდრეობის ღირებულებების, კონსერვაციის, მდგრადი გამოყენებისა და რისკების მართვის საკითხებზე.
პროექტი გულისხმობს 4 დღიან ინტენსიურ ტრენინგს კულტურული და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის, მართვის, მდგრადი გამოყენებისა და დაცვის პრინციპების შესახებ, ასევე მემკვიდრეობის დაცვის კამპანიების წარმოებისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული კამპანიების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.
პერიოდი: 04.2016 – 10.2016
კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა
დონორი: შვედეთის ინსტიტუტი
პროექტის მიზანია ფართო საზოგადოებაში მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება; “კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოების პლატფორმის” გაძლიერება და მისი საკომუნიკაციო შესაძლებლობის გაუმჯობესება, ისევე როგორც დაინტერესებული ახალგაზრდების ინფორმირება მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის თემების შესახებ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია “კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოების პლატფორმის” სამოქმედო და კომუნიკაციის გეგმის შემუშავება, სადისკუსიო მრგვალი მაგიდების გამართვა მემკვიდრეობის დაცვის თემატური საკითხების ირგვლივ; ჟურნალისტების დაჯილდოება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მომზადებული საუკეთესო ჟურნალისტური მასალისთვის და “მემკვიდრეობის კლუბის” ჩამოყალიბება.
პერიოდი: 04.2016 – 01.2017
ახალგაზრდული ბანაკის მოსამზადებელი პროექტი
დონორი: შვედეთის ინსტიტუტი
პროექტის მიზანი იყო საქართველოს ლურჯი ფარისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე” შვედეთისა და ალბანეთის ოფისების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრების ორგანიზება. დაიგეგმა ერთობლივი საპროექტო წინადადება მემკვიდრეობის ახალგაზრდული ბანაკის მოსაწყობად საქართველოში, შეიქმნა ლურჯი ფარის ვებ-გვერდი და გამოიცა საინფორმაციო მასალები.