გუნდი
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის გუნდი შედგება კულტურული მემკვიდრეობის
სფეროს პროფესიონალებისა და მოხალისეებისაგან.
გამგეობა
თამარ სოფრომაძე
გამგეობის თავმჯდომარე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ლაიდენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ხელოვნებათმცოდნე, ამჟამად სწავლობს თსუ-ს სამაგისტრო პროგრამაზე – კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა. ლურჯი ფარის კომიტეტს შეუერთდა 2020 წელს. ჩართულია საპროექტო და საორგანიზაციო საქმიანობებში. ვრცლად…
მანანა თევზაძე
გამგეობის წევრი
განათლებით კულტურული მემკვიდრეობის მართვის სპეციალისტი (ბრანდენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტი, გერმანია) ბოლო ათ წელზე მეტია მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. მისი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება როგორც საჯარო სამსახურს (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტი და იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია – 2005-2006 წწ.) ვრცლად…
მარიამ კალხიტაშვილი
გამგეობის წევრი
ფერწერის რესტავრატორი, 2006 წლიდან მუშაობს დაზგური და მონუმენტური ფერწერის რესტავრაციაზე. ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტს შეუერთდა 2013 წელს, ხოლო 2015 წელს გაიარა ICCROM -ის (კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრი) სპეციალური კურსი პირველადი დახმარება კულტურული მემკვიდრეობისათვის კრიზისის პერიოდში. ვრცლად…
თამარ აღაპიშვილი
გამგეობის წევრი
არქეოლოგი, დოქტორი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის, პალეოანთროპოლოგიის და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. პროფესიული გამოცდილება მიღებული აქვს არქეოლოგიური კვლევის ცენტრში და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. არის სამეცნიერო პროექტების მონაწილე და პუბლიკაციების თანაავტორი. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის გ. რამიშვილის საავტორო საშუალო სკოლაში, არის ICOM-ის წევრი.
ირაკლი ქობულია
გამგეობის წევრი
ნატო ცინცაბაძე
გამგეობის წევრი