ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტი

ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტი არის კომიტეტების ქსელი რომელშიც გაერთიანებული არიან კულტურული მემკვიდრეობის დამცველები მსოფლიოს მასშტაბით :

“მსოფლიოს კულტურული საკუთრების დაცვისთვის თავდადებული პირები, რომლებიც  შეიარაღებული კონფლიქტის, ბუნებრივი ან ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფის შემთხვევაში, ზრუნავენ კულტურული და ბუნებრივი, მატერიალური თუ არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვაზე ” (მუხლი 2.1, ლურჯი ფარის წესდება 2016)

ლურჯი ფარის ქსელი, წითელი ჯვრის კულტურული ეკვივალენტი, როგორც მას ხშირად უწოდებენ ჩამოყალიბდა  ცვლილებების საპასუხოდ საერთაშორისო სამართლში  და დღეს მუშაობს საგანგებო სიტუაციებში  კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის  არასამთავრობო, არაკომერციული, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მსოფლიო მემკვიდრეობის – მუზეუმების, უძრავ ძეგლების, არქეოლოგიურ ძეგლების, არქივების, ბიბლიოთეკებისა და აუდიოვიზუალური მასალების, მნიშვნელოვან ბუნებრივ ტერიტორიების, ისევე როგორც არამატერიალურ მემკვიდრეობის დასაცავად. მასში გაერთიანებულია ეროვნული კომიტეტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ზოგიერთი სხვა ეროვნული კომიტეტი კი ჩამოყალიბების პროცესშია. ეროვნულ კომიტეტებს კოორდინაციას უწევს საერთაშორისო კომიტეტი – საერთაშორისო ლურჯი ფარის საბჭო.

ლურჯი ფარის საქმიანობა ეფუძნება საერთაშორისო სამართალს – კერძოდ, 1954 წლის ჰააგის კონვენციას შეიარაღებული კონფლიქტების შემთხვევაში კულტურული მემკვიდრების დასაცავად და მის  (1954 და 1999 წლების) ორ ოქმს, რომელიც ითვლება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (IHL) ნაწილად. IHL, ასევე ცნობილია, როგორც ომის კანონი ან შეაიარაღებული კონფლიქტის კანონი, არის წესები,რომელთა მიზანია შეამცირონ შეიარაღებული კონფლიქტის მიერ ადამიანებისა და მათი საკუთრებისათვის მიყენებული ზიანი.ეს პირველადი კონტექსტი ასევე აისახება სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებში,როგორიცაა გაეროს და UNESCO- ს მიერ დადგენილი საერთაშორისო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დღის წესრიგი და საერთაშორისო ინიციატივები რომლებიც შეეხება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ კატასტროფებს, როგორიცაა სენდაის ჩარჩო ხელშეკრულება კატასტროფების რისკის შემცირებისათვის. ლურჯი ფარის საქმიანობა, მსოფლიოს მასშტაბით განვითარებული მოვლენებისა და ამ განვითარებების გზების მრავალფეროვნების გამო, კულტურული მემკვიდრეობის უფრო ფართო ცნებას ეხება, ვიდრე 1954 წლის ჰააგის კონვენცია და მისი ორივე ოქმი.

Blue-Shield-Emblem_no-white-e1539620464323

 

 

1954 წლის ჰააგის კონვენციის ემბლემა

ემბლემა გამოიყენება შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხისაგან მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სიმბოლოდ.

მისი გამოყენება შეზღუდულია საერთაშორისო კანონმდებლობით. ემბლემის არა სწორად გამოყენების შესახებ უნდა ეცნობოს წითელ ჯვარს.

 

 

BSI-logo_with-strapline-300x141

ლურჯი ფარი საკუთარ [დაცვითი სამუშაოს] სიმბოლოდ იყენებს ცისფერ წრეში ჩასმულ კონვენციის ემბლემას. 

 

 

Powered by Watch Dragon ball super