წევრები

 

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საერთაშორისო ლურჯი ფარის მიერ განსაზღვრული წინაპირობის თანახმად, დაარსდა შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ:

ICOM საქართველო

მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) – არასამთავრობო პროფესიული საერთაშორისო ორგანიზაცია – შეიქმნა 1946 წელს.

ICOM-ს გააჩნია „ა“ კატეგორიის უმაღლესი საკონსულტაციო სტატუსი UNESCO-სა და გაეროს ეკონომიკურ-სოციალურ საბჭოში.

 

ICOMOS საქართველო

(ICOMOS Georgia) დაფუძნდა საქართველოში 1993 წელს, როგორც ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს” (ICOMOS) ეროვნული კომიტეტი. იგი დამტკიცებული და მიღებული იქნა ICOMOS-ის X გენერალურ ასამბლეაზე შრილანკაში და რეგისტრირებულია პარიზში გენერალურ სამდივნოში.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია

წარმოადგენს ნებაყოფლობით საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომლის ძირითადი სამოქმედო პრინციპები შემდეგში მდგომარეობს:

საქართველოს ბიბლიოთეკები ფლობენ კულტურის, განათლების, ინფორმაციის და ცოდნის უდიდეს საგანძურს, რომელიც ესაჭიროება ყოველ ჩვენგანს, ჩვენს ქვეყანას და მის ყოველ მოქალაქეს.

საქართველოს ეროვნული არქივი

არქივი თანამედროვე კაცობრიობის კულტურული ცხოვრების დიდმნიშვნელოვანი ფაქტორია.

ქვეყანაში მას, როგორც წინაპართა ცოდნა-გამოცდილების საუნჯეს, როგორც ერის დოკუმენტურ მეხსიერებას, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი ძვირფასი საგანძურია, სადაც ისტორიული დოკუმენტების სახით ინახება საუკუნეთა მანძილზე დაგროვილი ადამიანთა ცოდნა და გამოცდილება.

Powered by Watch Dragon ball super