სიახლეები

განცხადება წინასააწჩევნო ბანერების შესახებ

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი ეხმაურება საქართველოს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ბანერებს, სადაც გამოყენებულია უკრაინის ომის დროს დაზიანებული თუ განადგურებული შენობების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სურათები პოლიტიკური რეკლამისათვის. ...

გორის ხელოვნების სახლში, გამოფენა – “დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები – სოფელი კეხვი” გაიხსნა

7 აგვისტოს, გორის ხელოვნების სახლში, გამოფენა – “დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები – სოფელი კეხვი” გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტო და ტექსტუალური მასალა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე კეხველების სოფლის ცხოვრების, მდიდარი მემკვიდრეობის, ტრადიციებისა...

ტრენერთა ტრენინგი „კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარება კრიზისულ სიტუაციებში“

ლურჯი ფარის ორგანიზებით, თბილისში, ტრენერთა ტრენინგი „კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარება კრიზისულ სიტუაციებში“ ჩატარდა. ოთხდღიან ტრენინგებში მონაწილეობას იღებდა 11 ტრენერი კულტურის სფეროდან და საქართველოს ეროვნული გვარდიიდან. საქართველოს ეროვნული გვარდია /...

ვებინარი „დევნილ თემთან დაკავშირებული კულტურული ორგანიზაციები და კოალიციის შექმნა“

საქართველოს ლურჯი ფარისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ( Penn Cultural Heritage Center) ინიციატივით ჩატარდა ვებინარი „დევნილ თემთან დაკავშირებული კულტურული ორგანიზაციები და კოალიციის შექმნა“. ვებინარი Პროექტის “ოკუპირებული...

განცხადება სოხუმის ეროვნულ გალერეაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის  განცხადება სოხუმის ეროვნულ გალერეაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გვსურს გამოვეხმაუროთ სოხუმში, 2024 წლის 21 იანვარს ეროვნულ სამხატვრო გალერეაში მომხდარ ხანძარს, რომელმაც...

კონფერენცია ,,კულტურული უფლებები, მემკვიდრეობის განადგურება და უკრაინის მომავალი” დეკემბერი, 2023

4-8 დეკემბერს, აშშ-ს ქალაქ ფილადელფიაში, პენსილვანიის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ორგანიზებით (Penn Cultural Heritage Center) გაიმართა კონფერენცია ,,კულტურული უფლებები, მემკვიდრეობის განადგურება და უკრაინის მომავალი”. კონფერენციაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის...

მოხალისეობის ახალი პროექტი ახალგაზრდებისთვის – „კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარება კრიზისის დროს”

„კულტურულ მემკვიდრეობის პირველადი დახმარება კრიზისის დროს – ახალგაზრდების მოხალისეობის პროგრამა“ მიზნად ისახავს საგანგებო სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა ქსელის გაფართოებას ქვეყნის ფარგლებში. პროექტი გულისხმობს ტენერთა გუნდის გადამზადებას და...

კასპის მუნიციპალიტეტში მუზეუმების კოლექციების წინასწარი კვლევა დაიწყო

კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსის, ფონდ ALIPH-ის დაფინანსებით, კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების კოლექციების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ სპეციალური კვლევები მიმდინარეობს. ინფორმირებული დოკუმენტაციის შექმნის მიზნით,...

დიდი ლიახვის ხეობის არამატერიალურ მემეკვიდრეობა

Საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტი ჩვენ მიერ მომზადებული ვიდეო ჩანახატების შესახებ. ვიდეო ჩანახატებში გიყვებით სამ ტრადიციულ დღესასწაულზე (ახალი წელი, აღდგომა, საღვთო), რომელიც ოკუპირებული დიდი ლიახვის ხეობაში იყო გავრცელებული. დევნილები ძველ წეს-ჩვეულებებს არც ომის...

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადება შოვის სტიქია 03.08.23.

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი თანავუგრძნობთ შოვში მომხდარი სტიქიის მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს. მხარდაჭერას ვუცხადებთ და ვგულშემატკივრობთ პირველივე საათებიდან დღემდე ადგილზე მომუშავე მაშველებს, გვარდიელებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და...

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესახებ

იხილეთ ლურფი ფარის...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის წინასწარული მიმოხილვა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები 2005 წლისთვის ბედიის საკათედრო ტაძარში ძლიერ დაზიანებული იყო სამხრეთ კედლის მხატვრობა ბაგრატ III-ის გამოსახულებით (X საუკუნე). ტაძარი მძიმე მდგომარეობაშია, სახურავიდან ნალექი ჟონავს, კედლები დაბზარულია და ნაწილობრივ დაფარულია ხავსით,...

ოკუპირებული რეგიონების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – პიკის საათი

11.07.2023 -#პიკისსაათი – 08:35 #საქართველოსრადიო FM 102.3 პროექტის მიზანია ოკუპირებული დიდი ლიახვის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მეხსიერების შენარჩუნება და საზოგადოებისთვის დევნილი მოსახლეობის გაცნობა მათი მტკივნეული წარსულით, ტრადიციებითა და...

ლურჯი ფარის თავმჯდომარემ თბილისის ქალთა მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღო მონაწილეობა

1 ივლისს, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, მანანა თევზაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის ქალთა მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე და თემატურ პანელზე “ქალები კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად კონფლიქტის სიტუაციაში” საქართველოს ლურჯი ფარის...

ვიდეო ჩანახატი – ჭიდაობის ტრადიცია კეხვში

დურო კახნიაშვილი ოკუპირებული მშობლიური სოფლის ყველაზე საყვარელი გასართობი აქტივობის შესახებ გვიყვება, რომელიც ოსებსა და ქართველებს კიდევ უფრო აახლოვებდა. “ცხინვალიდან ოსებიც მოდიოდნენ, ისინიც ჭიდაობდნენ… ძალიან დიდ პატივს ვცემდით ერთმანეთს…აფიშებს ვაკრავდით როგორც...

ვიდეო ჩანახატი – თევზაობა

ომმა ბევრი რამ შეცვალა, თუმცა საყვარელი საქმიანობა არა. როინ კახნიაშვილი მშობლიურ მხარესა და თევზაობაზე გვიყვება. ვიდეო ჩანახატები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით მომზადდა და სპეციალურად შექმნილ ვიდეო...

ვიდეო ჩანახატი – ანგელოზობა

ანგელოზობის დღესასწაულზე ჩაფიქრებული სურვილი ყოველ წელს უცვლელია – ყველა კეხველის ოცნება დღესასწაულის მშობლიურ მიწაზე აღნიშვნაა. წელიწადის რა დროს და რა ფორმით აღინიშნებოდა ანეგლეზობისთვის მირთმევის ტრადიცია, ამაზე სასაუბროდ ნინო ნადირაძემ სახლში გვიმასპინძლა,...

ვიდეო ჩანახატი – დღეობისთვის ლუდის ხარშვა კეხვში

“სახლში სულ სხვა ხალისი ჰქონდა ამ ყველაფერს… აქ როცა მოდის 20 მაისი, გული მწყდება ხოლმე, ვიდრე მიხარია…” – ქეთევან ლომსაძე. 20 მაისის დღეობას (“შვიდმაისობა”) კეხვიდან დევნილი მოსახლეობა მშობლიური მიწისგან შორს, მაგრამ მაინც დღემდე აღნიშნავს. ჩვენმა...

ფოკუს ჯგუფის შეხვედრა კოდაში

პროექტის “ოკუპირებული რეგიონების არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვა” ფარგლებში, კოდაში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, სოფელ კეხვის მოსახლეობის ფოკუს ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა. კეხვიდან დევნილებმა მშობლიური სოფლის იმ ტრადიციებსა და ჩვეულებებზე ისაუბრეს, რასაც...

ფოკუს ჯგუფის შეხვედრა წეროვანში

პროექტის „ოკუპირებული რეგიონების არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვა“ ფარგლებში, წეროვანში, ახალგაზრდულ სახლში, დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. ფოკუს ჯგუფთან შეხვედრის მიზანი იყო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, დიდი ლიახვის ხეობის...

700-ზე მეტი ისტორიული ძეგლი განადგურების პირასაა – როგორ შლიან ქართული კულტურის კვალს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

თომა ჩაგელიშვილის რუბრიკა გადაცემაში შუადღე, რუსთავი 2, 14...

ლურჯი ფარი ფონდ ALIPH-ის („კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსი“) ფორუმზე

2023 წლის 6-7 მარტს, აბუ დაბიში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, გაიმართა ფონდ ALIPH-ის („კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსი“)  ფორუმი #ALIPH2023, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის...

ოკუპირებული მემკვიდრეობის ანგარიშის პრეზენტაცია დიდ ბრიტანეთში, ნიუქასლის უნივერსიტეტში

2023 წლის 3 მარტს, დიდ ბრიტანეთში, ნიუქასლის უნივერსიტეტში, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ინგლისურენოვანი ანგარიშის – “საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განხორციელება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად” წარდგენა...

სემინარი – “ადგილობრივი თემების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში”

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრთან (PennCHC) ერთად, სემინარი – “ადგილობრივი თემების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში” ჩაატარა. სემინარს გაუძღვნენ კულტურული ანთროპოლოგები...

ლურჯი ფარი საერთაშორისო კონფერენციაში „მემკვიდრეობა ომში: დაგეგმვა და მზადება“

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, მანანა თევზაძემ ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის პროგრამის „კულტურა კრიზისში“  მიწვევით მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „მემკვიდრეობა ომში: დაგეგმვა და მზადება“, რომელიც გაიმართა 28 თებერვალს...

ახალი პუბლიკაციის და პროექტის შედეგების პრეზენტაცია

16 დეკემბერს  მემკვიდრეობის რესურსების ცენტრში წარდგენილი იქნა ლურჯი ფარის ახალი პუბლიკაცია – კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარება კრიზისის დროს (First Aid to Cultural Heritage in Times of Crisis) – სახელმძღვანელოსა და ინსტრუმენტთა კრებულის...

ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ანგარიშის წარდგენა

3 ნოემბერს თბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ანგარიშის – ,,საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განხორციელება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის” და...

ანგარიში ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ | ფორმულა

რეპორტაჟი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ონლაინ მონაცემთა ბაზისა და ანგარიშის – ,,საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განხორციელება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის” პრეზენტაციის შესახებ. 3 ნომბერი,...

ოკუპირებული მემკვიდრეობის ანგარიშის წარდგენა | პირველი არხი

რეპორტაჟი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ონლაინ მონაცემთა ბაზისა და ანგარიშის – ,,საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განხორციელება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის” პრეზენტაციის შესახებ. 3 ნომბერი,...

რეპორტაჟი ცხინვალის ისტორიული ხიდის დანგრევის საკითხის შესახებ | ფორმულა

რეპორტაჟი და ინტერვიუ ცხინვალის ისტორიული ხიდის დანგრევის გადაწყვეტილების შესახებ. ფორმულა 9:00 საათზე. 12 ოქტომბერი...

პროექტი “ოკუპირებული რეგიონების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – ცხინვალის რეგიონი”

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი მოხარულია გაცნობოთ, რომ 2022 წლის ივნისში ორგანიზაციის პროექტმა  “ოკუპირებული რეგიონების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – ცხინვალის რეგიონი” Preserving the Cultural Heritage of the Occupied Regions (Tskhinvali...

ლურჯი ფარის ახალი პროექტი “ოკუპირებული რეგიონების არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვა”

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი 2022 წლის მარტიდან ახორციელებს პროექტს “ოკუპირებული რეგიონების არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვა” (Preserving the Intangible Heritage of the Occupied Regions – Didi Liakhvi Valley). პროექტი ხორციელდება პრინც კლაუსის...

ლურჯი ფარი საველე სწავლებაში “რაჭა – 2022”

2022  წლის 18 სექტემბერს ლურჯი ფარის ეროვნულმა კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის უწყებათშორის საველე სწავლებაში “რაჭა – 2022”. სწავლების ფარგლებში...

ორწლიანი პროექტი – “გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებათა დაგეგმვა” წარმატებით დასრულდა

პროექტი საერთაშორისო ფონდ Aliph-ის მიერ დაფინანსდა და 2020 წლის იანვრის თვეში დაიწყო. პანდემიის პირობებში, პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა აქტივობები და სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობდა, თუმცა არ შეწყვეტილა. 29 ივნისს, ლურჯი ფარის გუნდის წევრებმა და გორის...

სამხედრო-სამოქალაქო სწავლება

ოთხ დღიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა შეიარაღებული კონფლიქტის დროს” 17-18 მაისს, თბილისში ეროვნულ გვარდიაში, ხოლო 19-20 მაისს, პრაქტიკული სიმულაციური ნაწილი გორში, სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში...

უკრაინის მემკვიდრეობის გადასარჩენად

დღეს ყველა ჩვენგანის ყურადღება მიმართულია უკრაინისკენ. უდიდესია ის ტკივილი, რასაც თითოული ჩვენგანი განვიცდით უძვირფასესი ადამიანური დანაკარგისა და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გამო. მაშინ, როდესაც აგრესორი არაფრად აგდებს ადამიანების სიცოცხლეს, გასაკვირი არაა, რომ...

საფრთხე ალავერდისთვის | მთავარი

რეპორტაჟი და ინტერვიუ კულტურული მემკვიდრეობის სფეროს ექსპერტებთან ალავერდის მონასტრის სიახლოვეს დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით. მთავარი 21:00 საათზე. 12 თებერვალი...

რეპორტაჟი ალავერდის მონასტრის სიახლოვეს დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით | ფორმულა

ინტერვიუ კულტურული მემკვიდრეობის სფეროს ექსპერტებთან ალავერდის მონასტრის სიახლოვეს დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით. ფორმულა. 11 თებერვალი...

განცხადება ალავერდის მონასტრის სიახლოვეს დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშრებით

ფოტოს ავტორი: ზურაბ ცერცვაძე 11.02.2022 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩვენთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტებისთვის, გასული კვირის ბოლოს მედიის...

ICOMOS საქართველოს, ICOM საქართველოს და ლურჯი ფარის ერთობლივი განცხადება

ჩვენი ორგანიზაციების საქმიანობის სფეროა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მათ შორის – საგანგებო სიტუაციებშიც. დღეს დარგის წინაშე არსებული გამოწვევებიდან განსაკუთრებით მძაფრად დგას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საკითხი. მისი კოლექციების სათანადოდ...

ლურჯი ფარის ღია წერილი ხელოვნების მუზეუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით | ფორმულა

ფორმულას რეპორტაჟი ლურჯი ფარის ღია წერილზე ხელოვნების მუზეუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. 2022 წლის 21...

ლურჯი ფარის ღია წერილი შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე

ფორმულას რეპორტაჟი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზემის შესახებ და ინტერვიუ მანანა თევზაძესთან. 2022 წლის 20 იანვარს ლურჯმა ფარმა გაასაჯაროვა ღია წერილი ხელოვნების მუზეუმის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან...

ლურჯი ფარის ღია წერილი ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით

ლურჯი ფარის ღია წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, საქართველოს ომბუდსმენისა და საქართველოს პრეზიდენტის სახელზე შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების...

სამუშაო შეხვედრა გორში- TV DIA

DIA TV-ს რეპორტაჟი 11 ნოემბერს, გორში, ხელოვნების სახლში ჩატარებული სამუშაო შეხვედრის შესახებ. შეხვედრა ჩატარდა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის კატასტროფის რისკის მართვის გეგმის...

სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან გორში

11 ნოემბერს, გორში, ხელოვნების სახლში, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის კატასტროფის რისკის მართვის გეგმის შემუშავების საკითხზე....

სამუშაო შეხვედრა გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში

22 ივნისს პროექტის „გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა“ ფარგლებში შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.  მუზეუმს გადაეცა პროფესიონალური ფოტოსტუდიის აღჭურვილობა, რაც...

განცხადება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესახებ

საქართველოს ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტის, ICOMOS საქართველოს და ICOM საქართველოს ერთობლივი მიმართვა შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებს: ICOMOS, ICOM, საერთაშორისო ლურჯ ფარს, ევროპა ნოსტრას და მსოფლიო მონუმენტთა ფონდს: გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ საქართველოს...

მანანა თევზაძის ინტერვიუ ხელოვნების მუზეუმის ფონდთან დაკავშირებით | ფორმულა

ფორმულას რეპორტაჟი და ინტერვიუ მანანა თევზაძესთან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით. 2021 წლის 5...

ტრენინგი გორის ისტორიულ-ეთოგრაფიულ მუზეუმში TV DIA

დია TV-ს რეპორტაჟი გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარებულ ტრენინგის შესახებ. 2021 წლის 14-16 ივლისს ლურჯი ფარის ორგანიზებით ჩატარდა სამ დღიანი ტრენინგი თემაზე – კულტურული მემკვიდრეობის პირველადი კონსერვაცია კრიზისის დროს....

მანანა თევზაძე ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციის გეგმასთან დაკავშირებით | მთავარი

მთავარი არხის რეპორტაჟი და ინტერვიუ მანანა თევზაძესთან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონების ევაკუაციის სამოქმედო გეგმის შესახებ. გეგმის პასუხად მომზადდა ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის და ლურჯი...

განცხადება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობასა და მასში დაცულ კოლექციებთან დაკავშირებით

ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ერთობლივი განცხადება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობასა და მასში დაცულ კოლექციებთან დაკავშირებით ...

ტრენინგი ,,კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარება კრიზისის დროს”

14-16 ივლისს გორის სერგი მაკალათიას ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარება კრიზისის დროს.” სამ დღიან ტრენინგს უძღვებოდა ქალბატონი რებეკა კენედი, კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარების ექსპერტი...

ლურჯმა ფარმა მონაწილეობა მიიღო საველე სწავლებაში ,,პალდო-2021’’

2021 წლის 2 ივლისს ეროვნული გვარდიის მიწვევით ლურჯი ფარის გუნდმა მონაწილეობა მიიღო თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კრიზისებზე რეაგირების ერთობლივ სწავლებაში ,,პალდო-2021’’. სავარჯიშოს...

საერთაშორისო კონფერენცია “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება”

24-25 ივნისს ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება”. კონფერენცია გაიმართება სრულიად ონლაინ ფორმატში. ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი პროექტის პარტნიორ ორგანიცაზიას...

inSIGHT: თამაში კატასრტროფის რისკის მართვის გასაძლიერებლად

გსურთ გაიგოთ, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ადგილობრივი საზოგადოების ტრადიციული ცოდნა სტიქიის რისკის შესამცირებლად? 13 ოქტომბერს, კატასტროფების რისკის შემცირების მსოფლიო დღეს, ჩვენმა პარტნიორმა კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა...

საქართველოს ლურჯი ფარის შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან

29 სექტემბერს გაიმართა საქართველოს ლურჯი ფარის თავმჯდომარის მანანა თევზაძის შეხვედრა (EUMM) ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის საველე ოფისის წარმომადგენლებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოს ლურჯი ფარის საქმიანობის და მიმდინარე...

პირველი სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო უწყებებთან „გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვის” პროექტის ფარგლებში

29 ივლისს გაიმართა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიმდინარე პროექტის „გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა” ფარგლებში დაგეგმილი პირველი სამუშაო შეხვედრა იმ სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კულტურული...

პრევენციული კონსერვაციის ტრენინგი გორში

29 ივნისს – 1 ივლისს გორის სამხედრო დიდების მუზეუმში ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა პროექტ „გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა” ფარგლებში შიდა ქართლის მუზეუმების თანამშრომლებისავის ჩაატარა ტრენინგი –...

Covid19-თან დაკავშირებით დახურული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგი

COVID19 პანდემიის ფონზე ბევრი ქვეყნის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეეზღუდათ ადამიანთა წვდომა გარკვეულ სივრცეებთან. ეს შეეხო ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მსოფლიოს 167 ქვეყანაში. UNESCO წარმოგიდგენთ რუკას, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას COVID19...

მოდერნისტული არქიტექტურა საქართველოში – მთავარი არხი

არქიტექტორი ლაშა შარტავა და მკვლევარი ნინი ფალავანდიშვილი საუბრობენ ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის პროექტის „მოდერნისტული არქიტექტურის კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება“ და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ჭადრაკის სასახლისა და ალპური...

თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი – კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი – 1TV

მკვლევარი ნინი ფალავანდიშვილი ყვება თბილისის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობის შესახებ, რომელსაც 2019 წლის, 27 მაისს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა....

მემკვიდრეობა COVID-19 პანდემიის დროს

გთავაზობთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის – ICCROM პუბლიკაციის თარგმანს.   კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და დაწესებულებების დახურვისთვის მოზადება   გაფრთხილება! არ გამოიყენოთ...

თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მატარებელია – რუსთავი 2

თბილისის ჭადრაკის სასახლეს და ალპური კლუბის შენობას 2019 წლის, 27 მაისს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. თოქშოუ “სხვა შუა დღე”-ში ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე მანანა თევზაძე და არქიტექტურის კონსერვაციის სპეციალისტი რენდ...

ჭადრაკის სასახლე – ჭადრაკი TV

ნინი ფალავანდიშვილი საუბრობს ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბის შენობის შესახებ, რომელსაც ახალი მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი....

ჭადრაკის სასახლის და ალპური კლუბის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ახლი სტატუსის შესახებ – იმედი TV

იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/imedisdila ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე მანანა თევზაძე და მკვლევარი ნინი ფალავანდიშვილი საუბრობენ ჭადრაკის სასახლის და ალპური კლუბის შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ახლადმინიჭებული...

ჭადრაკის სასახლე კონსერვაციის მოლოდინში – “პუბლიკა”

„ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა“ The Getty Foundation – ისგან გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის შენობისათვის, ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის კონსერვაციისა და მართვის გეგმის შემუშავებისთვის გრანტი მიიღო. კომიტეტის დირექტორი მანანა თევზაძე საუბრობს პროექტის...

ჭადრაკის სასახლე – გამარჯვებებისა და ნგრევის ძეგლი – რადიო თავისუფლება

მკვლევარი და კურატორი ნინი ფალავანდიშვილი ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის არქიტექტურული ღირებულების და მისი კონსერვაციის მნიშვნელობის შესახებ. იხილეთ სტატია – www.radiotavisupleba.ge...

ობის აღმოფხვრა თსუ-ს ბიბლიოთეკაში – რადიო თავისუფლება

იხილეთ ვიდეო: http://www.radiotavisupleba.ge რადიო “თავისუფლების” სიუჟეტი ლურჯი ფარის პროექტზე “სასწრაფო რეაგირება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გავრცელებული ობის...

„გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა“ – დისტანციური სამუშაო რეჟიმი

ლურჯი ფარის საქრთველოს ეროვნული კომიტეტი ფონდ ALIPH-ის (კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ალიანსი) მხარდაჭერით გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იწყებს ორწილიანი პროექტის განხორციელებას სახელწოდებით „გორის კულტურული...

განაცხადების მიღება კონფერენციისათვის “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება”

დაიწყო განაცხადების მიღება საერთაშორისო კონფერენციაში “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება” მონაწილეობის მისაღებად. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 10 მარტი. კონფერენცია გაიმართება 2020 წლის...

ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მემორანდუმი

                             ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა, 13 თებერვალი, 2020, ჟენევა. © წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2020.  მარცხნიდან მარჯვნივ: ბენჯამინ ჩარლიე (წითელი ჯვარი), პიტერ სტოუნი (ლურჯი ფარის ვიცე პრეზიდენტი/ნიუკასლის უნივერსიტეტი), კარლ...

საერთაშორისო კონფერენცია – “საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა: საერთაშორისო პრქატიკა დ რეგიონული გამოყენება”

ფოტო: სალომე მელაძე, წუნარის ეკლესია, XIV ს. დეტალი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს...

პროექტი – „გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა“, საერთაშორისო ფონდ ALIPH -ის, საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი მოხარულია გაცნობოთ, რომ 2019 წლის დეკემბერში ორგანიზაცია გახდა ფონდ ALIPH -ის ( The International alliance for the protection of heritage in conflict/კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსი)...

TAIEX-ის ექსპერტთა მისია ,,საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლების დაცვა და რისკების მართვა“

2019 წლის 2-4 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და  TAIEX-ის მხარდაჭერით, განხორციელდა საერთაშორისო ექსპერტების მისია თემაზე ,,საგანგებო სიტუაციების დროს  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი...

საჯარო ლექცია გვიანი საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტული მემკვიდრეობის შენარჩუნების შესახებ

2019 წლის, 26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში გაიმართა საჯარო ლექცია რომელიც მიეძღვნა გვიანი საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობას. საჯარო ლექციაზე ექსპერტმა ისაუბრა მოდერნისტული მემკვიდრეობის...

სემინარი გვიანი საბჭოთა მოდერისტული არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ

2019 წლის 24 სექტემბერს საქართველოს ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტის ინიციატივით, ჭადრაკის სასახლესა და ალპურ კლუბში გაიმართა ერთ დღიანი სემინარი „მოდერნისტული არქიტექტურის შენარჩუნება და ადაპტაციის მნიშვნელობა საუკეთესო შემთხვევების მაგალითზე“. სემინარს უძღვებოდა...

სემინარი და საჯარო ლექცია გვიანი საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ

2019 წლის 24  სექტემბერს საქართველოს ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტის ინიციატივით, გაიმართება ერთ დღიანი სემინარი „მოდერნისტული არქიტექტურის შენარჩუნება და ადაპტაციის მნიშვნელობა  საუკეთესო შემთხვევების მაგალითზე“. სემინარს გაუძღვება  ესტონელი კულტურული მემკვიდრეობის...

გამართულ მე-9 რეგიონული ტრენინგში სამხრეთ კავკასიის მუზეუმებისათვის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ სიტუაციებში

17 – 19 ივლისს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ მე-9 რეგიონული ტრენინგში სამხრეთ კავკასიის მუზეუმებისათვის “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ სიტუაციებში” ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი ჩართული იყო როგორც პარტნიორი ორგანიზაცია....

ადგილობრივ თემზე ორიენტირებული ინსტრუმენტების შემუშავება კულტურული მემკვიდროების შენარჩუნებისა და კატასტროფებისადმი მდგრადობის გაძლიერებისათვის

ლურჯი ფარის საქართელოს ეროვნული კომიტეტისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM) ერთობლივი პროექტის – „ადგილობრივ თემზე ორიენტირებული ინსტრუმენტების შემუშავება კულტურული მემკვიდროების შენარჩუნებისა და...

ტრენინგი საქართველოს ეროვნულ არქივში – კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარება კრიზისის დროს

2019 წლის  24 აპრილსა და 1 მაისს საქართველოს ეროვნულ არქივში ჩატარდა ტრენინგი – პირველადი დახმარება კულტურული მემკვიდრეობისთვის კრიზისის პერიოდში. ტრენინგს უძღვებოდნენ ICCROM- ის საერთაშორისო ტრეინინგის კურსის “პირველადი დახმარება კულტურული...

თბილისის ჭადრაკის სასახლესა და ალპურ კლუბს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ფოტო: გერმანე ღუდუშაურის პირადი არქივი მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს ლურჯი ფარის განაცხადის საფუძველზე მთავრობის 2019 წლის, 27 მაისის განკარგულებით, თბილისის ჭადრაკის  სასახლეს და ალპური კლუბის  შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის...

ვორკშოპი _ არქიტექტურული მემკვიდრეობის ადაპტაცია და ხელახალი გამოყენება

3-7 ივნისი, 2019 (10:00 – 18:00) მისამართი : თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი , კოსტავას ქ . 37 ა განაცხადის შევსების ბოლო ვადა : 29 მაისი , 2019 დაგვიკავშირდით : maryam.blueshield@gmail.com; +995 555 177 222 სარეგისტრაციო ბმული:...

თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი _ ვიდეო ისტორია

ფილმი მომზადდა ლურჯი ფარსი საქართველოს ეროვნული კომიტეტის დაკვეთითა და გეთის ფონდის “Keeping it Modern” ინიციატივის მხარდაჭერით, როგორც პროექტის “საქართველოს მოდერნისტული არქიტექტურის კონსერვაცია და მისი მდგრადი განვითარება” ნაწილი.

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის საინტერპრეტაციო ცენტრის კონცეფცია – განაცხადების მიღება უორკშოპში მონაწილეობისთვის

გაინტერესებთ, როგორ შეიქმნა ეს შენობა და რა ისტორია იქმნებოდა მასში? გსურთ გააცოცხლოთ ეს ისტორიები და წარმოუდგინოთ სხვებს? ხართ არქიტექტურის, დიზაინის, ციფრული კომუნიკაციების ან სამუზეუმო საქმის სტუდენტი ან კურსდამთავრებული? მაშინ გიწვევთ, ახლოდან გაიცნოთ თბილისის...

გამოფენა თბილისის ჭადრაკის სასახლესა და ალპურ კლუბში – განაცხადების მიღება მონაწილეობაზე

თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბის შენობა, რომლის ავტორები ლადო ალექსი-მესხიშვილი და გერმანე ღუდუშაური არიან, 1973 წელს გაიხსნა ვერის ბაღში და გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. გახსნიდან მოყოლებული, თბილისის გულში...

მონაწილეების შერჩევა ICOMOS CIPA მემკვიდრეობის დოკუმენტაციის ზამთრის სკოლისთვის

გეთის ფონდის,  Keeping It  Modern ინიციატივის კონკურსში გამარჯვებული პროექტის  “კონსერვაციის გეგმის შედგენა თბილისის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობისთვის” ფარგლებში დაგეგმილია 4 დღიანი დოკუმენტაციის ზამთრის სკოლა, რომლის განმავლობაში საქართველოს ლურჯი ფარის...

თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი გეთის ფონდის 2018 წლის KEEPING IT MODERN გრანტის ერთ-ერთი მიმღები

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო გეთის ფონდის,  Keeping It  Modern ინიციატივის გრანტი, რომელიც განკუთვნილია მე -20 საუკუნის მნიშვნელოვანი შენობების კონსერვაციისათვის. გრანტი გაიცა კონსერვაციისა და მართვის გეგმის...

ობის პრობლემა თსუ-ს ბიბლიოთეკის საცავებში და მისი აღმოფხვრის გზები

“სასწრაფო რეაგირება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გავრცელებული ობის აღმოსაფხვრელად” – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი თსუ-ს ბიბლიოთეკასთან ერთად, პრინც კლაუსის ფონდის მხარდაჭერით...

კულტურული მემკვიდრეობა და ძეგლთა დაცვა საქართველოში – 1TV

ლურჯი ფარის ხელმძღვანელი მანანა თევზაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის საკითხებზე საუბრობს....

წილკნის არქიტექტურულ კომპლექსს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურულ კომპლექსს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განმარტებით, ძეგლი მდიდარია რელიეფებით, რომელთაგან ზოგიერთი საეტაპო ნიმუშია....

“ისლამურმა სახელმწიფომ” პალმირას ისტორიული რომაული ამფითეატრი გაანადგურა

UNESCO-ს გენერალური დირექტორის, ირინა ბოკოვას განცხადებით, აღნიშნული ფაქტი “ომის დანაშაულია” და ამფითეატრის განადგურება სირიელი ხალხისა და კაცობრიობისთვის დიდი დანაკლისია.

საქართველოს ლურჯი ფარი გადაცემაში “C სტუდია” – 1TV

2016 წლის 9 დეკემბერს, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა გამართა კვლევის პრეზენტაცია: საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნა მუზეუმებში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში და ამ მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და არსებული სიტუაციის ანალიზი. კვლევის...

ალბანის ხელოვნების მუზეუმი ძლიერმა შტორმმა დააზიანა

ძლიერი შტორმის შედეგად ალბანის ხელოვნების მუზეუმი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორის, პაულა ვილიამსის განმარტებით, მუზეუმს აღარ აქვს სახურავი, ხოლო შენობა მთლიანად დატბორილია.

ისლამური ძეგლები სამცხე-ჯავახეთში და მათი დაკარგული ისტორია

სტატიისა და ფოტოების ავტორი: ქრისტინე მუჯირი სამცხე-ჯავახეთის მხარე მუდამ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისა იყო, რასაც მისი ადგილმდებარეობა განაპირობებდა.  სხვადასხვა პერიოდში სამცხე-ჯავახეთში  ასახლებენ სხვადასხვა რელიგიურ თუ ეთნიკურ ჯგუფებს და შესაბამისად ეს...

Powered by Watch Dragon ball super