სიახლეები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-არსებული პრობლემები და გამოწვევები

საქართველოს ლურჯი ფარისა და ორგანიზაცია “ბათომის” ორგანიზებით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა სამართლის მაგისტრის, გიორგი ჩიტიძის საჯარო ლექცია “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული კანონმდებლობა- არსებული პრობლემები და...

ჟურნალისტების კონკურსში მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

2016 წლის 16 დეკემბერს, კლუბ ფრონტალინში, საქართველოს ლურჯი ფარის ხელმძღვანელმა, მანანა თევზაძემ ლურჯი ფარის ჟურნალისტების კონკურსში მონაწილეები დააჯილდოვა. თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, აგრეთვე ლურჯი ფარის მიერ ნათარგმნი SAVE-ის სამოქალაქო აქტივისტების...

UNESCO-ს გაძლიერებული დაცვის სტატუსი: პრინციპები და ვალდებულებები

კონვენციის მესამე თავი ეხება გაძლიერებული დაცვის რეჟიმს, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირსების შემთხვევაში, კონფლიქტის მხარეებს კულტურული ძეგლის იმუნიტეტის უზრუნველყოფას ავალდებულებს. ეს კი გულისხმობს, რომ კონფლიქტის მხარეები თავს შეიკავებენ გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფ ქონებაზე საომარი შეტევების განხორციელებისა და საომარ ოპერაციებში ასეთი ქონების ან მისი მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებისაგან.

ICCROM-ის და UNESCO-ს პუბლიკაცია “მემკვიდრეობის კოლექციების საგანგებო ევაკუაცია”

ICCROM-ისა და UNESCO-ს ახალი პუბლიკაცია “მემკვიდრეობის კოლექციების საგანგებო ევაკუაცია” საგანგებო სიტუაციებში ფასდაუდებელი ექსპონატების გადარჩენას ეხება. შეიარაღებული კონფლიქტი და ბუნებრივი კატასტროფები კულტურულ მემკვიდრეობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს....

UNESCO-მ მცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიანიჭა

მცხეთის ისტორიულ ძეგლებს იუნესკოს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება ჰააგის კონვენციის მეორე პროტოკოლის კომიტეტის წევრებმა 2016 წლის 8 დეკემბერს, მე-11 სხდომაზე მიიღეს. აღნიშნული სტატუსი, შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში, კონფლიქტის მხარეებს...

ქართულ ანბანს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

ქართული ანბანის “სამი სახეობის ცოცხალ კულტურას” იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

დაგეგმილი მშენებლობა გომის ქუჩაზე, რომელიც უბნის იერსახეს ცვლის

თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობიდს საბჭომ დაამტკიცა გომის ქ. N1-ში სამსართულიანი ნაგებობის ცვლილების ესკიზური პროექტი. დოკუმენტის მიხედვით, თანხმობა შენობის სახურავის მოწესრიგებისთვის გაიცა. იკომოს საქართველო რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუ რატომ...

არქეოლოგების თქმით, ქრისტეს საფლავი საუკუნეების შემდეგ პირველად გახსნეს

ეს არის პირველი შემთხვევა 1555 წლის შემდეგ, როდესაც საფლავის კედლის ნახვაა შესაძლებელი. არქეოლოგების თქმით, საფლავის ორიგინალური სტრუქტურა ჯერ კიდევ შემორჩენილია.

მიწისძვრამ კლაუდიო ფაინას სასახლისა და მუზეუმის არტეფაქტები დააზიანა

ცენტრალურ იტალიაში მიწისძვრის ბიძგებმა ორვიეტოს კლაუდიო ფაინას სასახლისა და მუზეუმის არტეფაქტები დააზიანა. მნიშვნელოვნად დაზიანდა რვა ეტრუსკული ობიექტი, მათ შორის ჭურჭელი და ლარნაკები. 30 ოქტომბრის მიწისძვრას შეეწირა ნორჩაში მდებარე წმინდა ბენედიქტეს ცნობილი ბაზილიკა,...

ნორჩაში მიწისძვრამ წმინდა ბენედიქტეს ბაზილიკა დაანგრია

მე-14 საუკუნის წმინდა ბენედიქტეს ბაზილიკა ნორჩაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. ბაზილიკა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სულიერ ცენტრად ითვლებოდა. მისი მხოლოდ წინა ფასადი გადარჩა. შენობა მოიცავდა 1621 წლის მხატვრობას “წმინდა ბენედიქტე და...

13 ოქტომბერი კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღეა

ყოველი წლის 13 ოქტომბერს კატასტროფის რისკის შემცირების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, ევროკომისია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატთან ერთად აღნიშნავს კატასტროფისადმი მზადყოფნის პროგრამის 20 წლის იუბილეს.

10 შეკითხვა პოლიტიკურ პარტიებს მემკვიდრეობისა და ეკოლოგიური გარემოს დაცვის შესახებ

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, ICOMOS საქართველო და ინიციატივა საჯარო სივრცისათვის ერთობლივად მიმართავენ პოლიტიკურ პარტიებს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობისა და ეკოლოგიური სივრცეების დაცვის შესახებ შეკითხვებით.

ეფლი ბრიტანეთის შტაბ-ბინას ბეტერსის ელექტროსადგურის შენობაში გახსნის

ტექნიკის მსოფლიო ბრენდი თავის ბრიტანულ შტბ-ბინას ბეტერსის ელექტროსადგურის შენობაში გახსნის. ეფლი 2021 წლისთვის 500 000 კვ. მ. ფართობის შენობას დაიკავებს და ექვს სართულზე 1 400 თანამშრომლისთვის ოფისებს განათავსებს.

ისტორიული ძეგლების განადგურების გამო ICC-მ ალ-მაჰდის 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ისლამისტ მებრძოლს, აჰმად ალ-მაჰდის ტიმბუქტუს ისტორიული და რელიგიური ძეგლების განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლეები იმედოვნებენ, რომ ალ-მაჰდის გასამართლება შემაკავებელ ეფექტს იქონიებს მსოფლიოში კულტურული მემკვიდრეობის განადგურების წინააღმდეგ.

აღმოაჩინე ვატიკანის გაციფრებული იშვიათი ხელნაწერების კოლექცია

ხელნაწერები, მხატვრობისგან განსხვავებით, თავისი იშვიათობისა და სიმყიფის გამო ფართო საზოგადოებისთვის მიუწვდომელია ხოლმე. თუმცა ახლა, ვატიკანის ბიბლიოთეკისა და იაპონური კომპანია NTT DATA-ს თანამშრომლობით ვატიკანის ათასობით ხელნაწერის გაციფრულება ხდება. პროექტის მიზანია,...

ლურჯი ფარის ახალგაზრდა აქტივისტებმა რუსთავის ციხე დაასუფთავეს

შაბათს, 27 აგვისტოს, საქართველოს ლურჯი ფარის “ახალგაზრდა აქტივისტთა ბანაკის“ საინიციატივო ჯგუფმა რუსთავის დედაციხე დაასუფთავა. ძეგლი არაკეთილმოსურნე ვიზიტორების არასათანადო მოპყრობის შედაგად საყოფაცხოვრებო ნარჩენებით იყო დაბინძურებული. რუსთავის ციხე, რომელიც ისტორიული...

მიანმარში მიწისძვრამ ბაგანის ბუდისტური კომპლექსი დააზიანა

ცენტრალურ მიანმარში ძლიერმა მიწისძვრამ ბაგანის უძველესი ბუდისტური პაგოდები დააზიანა. ამ დრომდე დაზიანებულად შეფასდა 184 ძეგლი, ჩამოშლილია ტაძრების კედლის მხატვრობა. მიანმარის კულტურის სამინისტროს ცნობით, შექმნილია 11 ჯგუფი, რომელიც რეგიონის 11 სხვადასხვა ზონაში...

ცენტრალურ იტალიაში მიწისძვრამ კულტურული მემკვიდრეობა დააზიანა

ცენტრალურ იტალიაში 6.2 მაგნიტუდის დამანგრეველმა მიწისძვრამ რამდენიმე ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა დააზიანა.

საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა ბათუმის მუზეუმებში

საქართველოს ლურჯი ფარი ამზადებს კვლევას “საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა საქართველოს მუზეუმებში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში.” მოცემული კვლევის ფარგლებში ბათუმში არსებული სამი მსხვილი მუზეუმის – აჭარის ხელოვნების მუზეუმის, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისა და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის წარმომადგენლები გამოვკითხეთ. კითხვები შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა უსაფრთხოების პოლიტიკა, კოლექციების დაზღვევა, ექსპონტების ევაკუაციის გეგმა, უსაფრთხოების დოკუმენტების არსებობა და სხვა.

19 აგვისტო ფოტოს მსოფლიო დღეა

ფოტოს მსოფლიო დღე არის საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც ყოველი წლის 19 აგვისტოს აღინიშნება. 19 აგვისტო უკავშირდება დაგეროტიპის გამოგონების თარიღს – ფოტოგრაფიის პროცესს, რომელიც ლუი დაგერმა და ჯოსეფ ნისეფორ ნეფსმა 1837 წელს განავითარეს. 1839 წლის 9 იანვარს მეცნიერების ფრანგულმა აკადემიამ დაგეროტიპის პროცესის შექმნა ოფიციალურად გამოაცხადა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, 1839 წლის 19 აგვისტოს საფრანგეთის მთავრობამ შეიძინა პატენტი და დაგეროტიპს უწოდა “უფასო საჩუქარი მსოფლიოს”.

სპილო შუა საუკუნეების ევროპელი მხატვრების წარმოსახვაში

სპილოს მსოფლიო დღის მიზანი აფრიკისა და აზიის სპილოების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. აფრიკული სპილო წითელი წიგნის მოწყვლად, ხოლო აზიური სპილო საფრთხეში მყოფ სახეობათა სიაშია შეყვანილი.

მიმართვა ოზურგეთის მერს 9 აპრილის სკვერში საავტომობილო გზის მშენებლობის წინააღმდეგ

„9 აპრილის სკვერის“ ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მშენებლობა წარმოადგენს სკვერის სარეკრეაციო და საჯარო ფუნქციაში შეჭრისა და საჯარო სივრცის შემცირების უხეშ პრეცედენტს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, გადაწყვეტილებების საჯარო ინტერესის ჭრილში განხილვის პრინციპებს.

მცხეთა საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს.

“პანორამა თბილისის” მშენებლობის წინააღმდეგ NGO-ებმა სასამართლოს მიმართეს

5 ივლისს გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებმა “პანორამა თბილისის” ლანდშაფტის ზონაში მშენებლობის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს.

როგორ გახდა შესაძლებელი “პანორამა თბილისის” მშენებლობის ნებართვების გაცემა?

გასულ კვირას ორგანიზაციამ “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის” სამართლებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც თბილისის კულტურული მემკვიდრეობის მკაცრი დაცვის ზონაში პროექტ “პანორამა თბილისის” მშენებლობის ნებართვის გაცემის სამართლებრივი ასპექტებია გაანალიზებული. მოცემულ სტატიაში შეჯამებულია კვლევაში განხილული ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ისტორიული ლანდშაფტის უკანონო განაშენიანებას ეხება.

თბილისში დაკარგული გერმანული სოფლები

მომდევნო წელს სრული ორი საუკუნე გავა მას შემდეგ, რაც პირველმა ბადენ-ვიურტემბერგელმა საქართველოს მიწაზე ფეხი დადგა და მასთან ერთად კიდევ 30-მა ოჯახმა თბილისის მახლობლად პირველი გერმანული კოლონია დააარსა. ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ ვიურტემბერგელმა შვაბებმა ათასობით კილომეტრი გამოიარეს და იმდროინდელი თბილისის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღეს.

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის მიტოვებული მცველები

სოფელ ვარიანში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი სხვადასხვა აქტივობებს კვლავ ადმინისტრაციული შენობის გარეშე ატარებს. თავის დროზე, სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციული შენობა ეზოში მდგარი ეკლესიის კედელზე იყო მიშენებული. 1990 წელს ეკლესია აღადგინეს, ხოლო შენობა მოანგრიეს. ადმინისტრაცია და ფონდსაცავი კი დროებით მუზეუმის მოშორებით მდებარე საერთო საცხოვრებლის ერთ ოთახში გადაიტანეს.

ათეშგა – ცეცხლის ტაძარი ძველ თბილისში

თბილისში, ზემო ბეთლემის ტაძრიდან სულ რაღაც 100 მეტრში ზოროასტრული ტაძარი, ათეშგა მდებარეობს. ათეშგა კი სპარსულად ცეცხლის ადგილს ნიშნავს. ძველ ქართულ ლიტერატურაში “ათეშგას” აღსანიშნად ტერმინი “ატროშანი“/ “არტოშანი” დამკვიდრდა. დღეს...

ბოტანიკური ბაღის დასაცავად საზოგადოება “ერთად” GDS-სთან აქციას გამართავს

ბოტანიკური ბაღის დასაცავად საზოგადოებრივი გაერთანება “ერთად” შაბათს, 7 მაისს, 13:00 საათზე, ტელეკომპანია GDS-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას გამართავს.

“იყავი მხიარული, დატკბი ცხოვრებით” – წარწერა 2.400 წლის მოზაიკაზე

“იყავი მხიარული, დატკბი ცხოვრებით,” – გვასწავლის წარწერა 2,400 წლის მოზაიკაზე, რომელიც არქეოლოგებმა სამხრეთ თურქეთის ჰათაის პროვინციაში აღმოაჩინეს.

დედამიწის დღე 2016: ხეები დედამიწისთვის

დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება და ამ დღის მიზანი პლანეტის მრავალფეროვნების შესახებ ადამიანების ცნობიერების ამაღლებაა.

დღეს 160 ქვეყნის ლიდერი ხელს მოაწერს პარიზის კლიმატის შეთანხმებას, რაც წლევანდელ დედამიწის დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

18 აპრილი მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღეა

ყოველი წლის 18 აპრილს ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) ინიციატივით მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1983 წელს UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის 40-ე წლისთავის აღსანიშნად 18 აპრილი მსოფლიო ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო დღედ დააწესა.

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ნინევიის ისტორიული კარიბჭის ნაწილი გაანადგურა

ტერორისტებმა სამხედრო ტექნიკის გამოყენებით ასურეთის ანტიკური ქალაქ ნინევიის ისტორიული კარიბჭის ერთი მხარე დაანგრიეს. ალ-მასკას, იგივე ღმერთების კარიბჭე ძვ.წ. მე-7 საუკუნით თარიღდება და ქალაქის 15 შესასვლელიდან ერთ-ერთი უძველესია.

WWF: სამრეწველო საქმიანობის გამო მსოფლიო მემკვიდრეობის 114 ძეგლს საფრთხე ემუქრება

მსოფლიო მემკვიდრეობის 114 ძეგლი სამრეწველო საქმიანობის გამო საფრთხის ქვეშაა – ამის შესახებ ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი. მათ შორისაა დიდი ბარიერული რიფი, დიდი კანიონი და ჩინეთის გიგანტური პანდების ნაკრძალი.

“ოაზისი სირიის უდაბნოში” ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შემდეგ

2016 წლის მარტში უძველესი არამეული ქალაქი პალმირა ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან განთავისუფლდა. ტერორისტები პალმირას 2015 წლის მარტიდან აკონტროლებდნენ და ამ დროის განმავლობაში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ ძეგლს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს.

Powered by Watch Dragon ball super