განცხადება მემკვიდრეობის კლუბის სალექციო კურსის “კულტურის განათლება“ მონაწილეთა შერჩევის შესახებ
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი და შვედური ორგანიზაცია “კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე” ერთობლივი პროექტის „კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა“ ფარგლებში იწვევენ დაინტერესებულ პირებს მემკვიდრეობის კლუბის მორიგ სალექციო კურსში მონაწილეობის მისაღებად.
ორკვირიანი სალექციო კურსი „კულტურის განათლება“ გამიზნულია პედაგოგთათვის, რომლებიც საშუალო სკოლაში ასწავლიან საგნებს: ხელოვნება, ისტორია, მსოფლიო ისტორია ან სამოქალაქო განათლება, ასევე სამუზეუმო პედაგოგთათვის და ნებისმიერი სპეციალისტისთვის, ვინც დაინტერესებულია კულტურისა და განათლების საკითხებით.
კურსის ფარგლებში პირველი შეხვედრა ჩატარდება 2016 წლის 22 ნოემბერს, 19:00 საათზე.
კურსის მიზანია, კულტურის განათლების თემის პოპულარიზაცია, სასკოლო და სამუზეუმო პედაგოგთა ინფორმირება კულტურის სწავლების თანამედროვე მიმართულებების შესახებ და პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და მეთოდოლოგიების გაზიარება.
კურსის აღწერილობა: კურსი მოიცავს თემებს, როგორიცაა: ინტერკულტურული დიალოგი, კულტურა და პოლიტიკა, კულტურული მემკვიდრეობის სწავლების მეთოდოლოგიური ასპექტები, კულტურული მრავალფეროვნება.
ლექციები ჩატარდება ლურჯი ფარის ოფისში, ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი # 72. მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ ფორმა 2016 წლის 21 ნოემბრამდე.
სალექციო კურსს გაუძღვება ისტორიის დოქტორი, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი, ნანა ციხისთავი.