განცხადება „მემკვიდრეობის კლუბის“ სალექციო კურსის „კულტურული მემკვიდრეობა და აქტივიზმი“მონაწილეთა შერჩევის შესახებ
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი და შვედური ორგანიზაცია „კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე“ ერთობლივი პროექტის „კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ-სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ჩართვა“გიწვევთ დაინტერესებულ პირებს 17 წლის ასაკიდან მემკვიდრეობის კლუბში გასაწევრიანებლად.
„მემკვიდრეობის კლუბის“ ფარგლებში ა.წ 6 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით კვირის ყოველ ხუთშაბათს 19:00 საათიდან 21:00 საათამდე ჩატარდება სალექციო კურსი თემაზე“კულტურული მემკვიდრეობა და აქტივიზმი“
კურსის მიზანია მონაწილეთათვის სამოქალაქო აქტივიზმის არსის გაცნობა, ისტორიული და უახლოესი წარსულის მემკვიდრეობის სფეროს სამოქალაქო აქტივიზმის გამოცდილების მიმოხილვის საშუალებით, წარმატებული კამპანიის დაგეგმვის სტრატეგიის სწავლება. მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე განივითარებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს კამპანიების დასაგეგმად და განსახორციელებლად,გაეცნობიან ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო საშუალებებს და იმუშავებენ კამპანიის დაგეგმვაზე.
კურსის აღწერილობა: თითოეული სემინარის ნაწილი დაეთმობა პრაქტიკულ სამუშაოებს და დისკუსიებს,რაც მონაწილეებს გუნდურად მუშაობის საშუალებას მისცემს. მოყვანილი იქნება კონკრეტული განხორციელებული, რეგიონალური თუ საერთაშორისო აქტივისტური კამპანიების მაგალითები და შესაბამისად გაკეთდება მათი შედეგების ანალიზი.
თეორიულ კურსზე დასწრების პარალელურად მონაწილეები ჯგუფურად იმუშავებენ კონკრეტულ ინდივიდუალურ კამპანიებბზე,შეიმუშავებენდაგეგმვის გზებს და ეფექტურ მექანიზმებს კონკრეტული აქტივობების განსახორციელებლად.
კურსი მოიცავს როგორც სალექციო ნაწილს,ასევე პრაქტიკული სავარჯიშოების კომპონენტს. კურსის სხვადასხვა სემინარებს ჩაატარებენ: ორგანიზაცია“კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგის“ წარმომადგენლები დიანა კაკაშვილი, პაატა ალავერდაშვილი და ორგანიზაცია CANVAS-ის ტრენერი, ნინი გოგიბერიძე.
ლექციები ჩატარდება ლურჯი ფარის ოფისში,ქ.თბილისი ა.წერეთლის გამზირი #72. მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ,შეავსოთ თანდართული ფორმა და გამოაგზავნოთ მისამართზე:info@blueshield.ge 5 ოქტომბრამდე.