განცხადება “მემკვიდრეობის კლუბის” სალექციო კურსის “კულტურული მემკვიდრეობა და სამართალი” მონაწილეთა შერჩევის შესახებ
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი და შვედური ორგანიზაცია „კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე“ ერთობლივი პროექტის „კულტურული მენკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ჩართვა“ იწვევს სამართლის სტუდენტებს და ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 17 წლის ასაკიდან მემკვიდრეობის კლუბის სალექციო კურსზე “კულტურული მემკვიდრეობა და სამართალი” მონაწილეობის მისაღებად.
კურსი ჩატარდება 2016 წლის 9 ნოემბერიდან ყოველ ოთხშაბათს 19:00 საათიდან 21:00 საათამდე.
კურსის მიზანი: კურსის მიზანია, კულტურული მემკვიდრეობის სამართლის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნა, ცნობიერების ამაღლება, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მათი გაანალიზება.
კურსის აღწერილობა: მოცემული კურსის ფარგლებში მონაწილეთათვის მიმოხილული იქნება კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩო, ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციები. ასევე განხილული იქნება კანონმდებლობისა და სასამართლო ხარვეზები პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით. თეორიული სწავლების პერიოდში მონაწილეები გაეცნობიან საკითხავ მასალას. შეხვედრის პირველი საათი დაეთმობა ლექციის თეორიულ ნაწილს,ხოლო მეორე ნაწილი – პრაქტიკული ქეისების განხილვას. კურსის მანძილზე მოწვეული იქნებიან იურისტები, რომლებსაც უმუშავიათ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში წარმოებულ კონკრეტულ სასამართლო საქმეებზე.
კურსს გაუძღვება გიორგი ჩიტიძე. მას აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებების პოლიტიკისა და პრაქტიკის მიმართულებით გოტენბურგის, (შვედეთი), როეჰამპტონისა (დიდი ბრიტანეთი) და ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტიდან (ნორვეგია). 2010-2015 წლებში ის მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ამჟამად მუშაობს ფონდში „ღია საზოგადოება საქართველო“ და კითხულობს ლექციებს ადამიანის უფლებებსა და საკონსტიტუციო სამართალში.
ლექციები ჩატარდება ლურჯი ფარის ოფისში, ქ .თბილისი ა. წერეთლის #72.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფორმა და გამოაგზავნოთ მისამართზე info@blueshield.ge 2016 წლის 7 ნოემბრამდე.