დევიდ ისაკსონის ტრენინგი “კომუნიკაციის სტრატეგია კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად”

21-22 სექტემბერს თბილისში შვედური საკონსულტაციო კომპანიის Global Reporting-ის წარმომადგენლის, დევიდ ისაკსონის ტრენინგ კურსი “კომუნიკაციის სტრატეგია კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად” ჩატარდა, რომელსაც კულტურის სფეროს აქტივისტები ესწრებოდნენ.

ტრენინგის პირველი დღე დაეთმო სტრატეგიული კომუნიკაციის როლს, კულტურისა და გარემოს დაცვის სფეროში კამპანიების გამოცდილებას და არსებულ წინააღმდეგობებს. მონაწილეებმა ასევე გააკეთეს კულტურული მემკვიდრეობის კამპანიების SWOT ანალიზი და ისაუბრეს კულტურის სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის გამოყენების შესახებ.

ტრენინგის მეორე დღეს მონაწილეებმა შექმნეს 4 ჯგუფი. მათ ჭიათურის, პანორამა თბილისის, საგანმანათლებლო პროექტებისა და კულტურული მემკვიდრეობის პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებ იმუშავეს და საპროექტო წინადადებები პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.

ისაკსონი საქართველოში ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ არის მოწვეული პროექტის „კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა“ ფარგლებში.

Powered by Watch Dragon ball super