საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული კანონმდებლობა – არსებული პრობლემები და გამოწვევები”
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი პროექტის “კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ, ასოციაციასთან “ბათომი” თანამშრომლობით ატარებს საჯარო ლექციასა და დისკუსიას თემაზე: “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული კანონმდებლობა – არსებული პრობლემები და გამოწვევები”.
ლექცია ჩატარდება ქალაქ ბათუმში, 24 დეკემბერს – საჯარო ბიბლიოთეკა, ამერიკული კუთხე, დასაწყისი – 12 საათი.
მოკლე აღწერა: მოცემული ლექციის ფარგლებში, მონაწილეთათვის მიმოხილული იქნება კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩო და ეროვნული რეგულაციები.
ასევე, განხილული იქნება კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკაში არსებული ხარვეზები კონკრეტული მაგალითების გამოყენებით (საყდრისი, „პანორამა“ თბილისი, მოხე, ბათუმი).
ლექციის ხანგრძლივობა: მაქს.2 საათი
ლექციის ფორმატი: თავისუფალი (ნებისმიერ დროს, შესაძლებელი იქნება კითხვების დასმა და დისკუსიაში მონაწილეობის მიღება).
ლექციას გაუძღვება გიორგი ჩიტიძე. მას აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებების პოლიტიკისა და პრაქტიკის მიმართულებით გოტენბურგის, (შვედეთი), როეჰამპტონისა (დიდი ბრიტანეთი) და ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტებში.
2010-2015 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ამჟამად მუშაობს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში“ და კითხულობს ლექციებს ადამიანის უფლებებსა და საკონსტიტუციო სამართალში თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.