ლურჯი ფარის შეხვედრა კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის არასამთვრობო ორგანიზაციებსა და კამპანიის ჯგუფებთან

 

11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ინიციატივით მოეწყო შეხვედრა კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრებთან და აქტივისტებთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი მემკვიდრეობის დაცვაში, გამოიკვეთა ამ მიმართულებით არსებული პრობლემები და დასახელდა  გადაჭრის  მექანიზმები. დისკუსია ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და საშუალებებს. დაიგეგმა მომავალ შეხვედრაზე განსახილველი თემები და საკითხები.

 

Powered by Watch Dragon ball super