მანანა თევზაძის საჯარო ლექცია “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საგანგებო სიტუაციების დროს”
2016 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარა საქართველოს ლურჯი ფარის ხელმძღვანელის, მანანა თევზაძის საჯარო ლექცია თემაზე “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საგანგებო სიტუაციების დროს”.
ლექციაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა სამუზეუმო, საბიბლიოთეკო და საარქივო კოლექციების, ასევე მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვა კატასტროფებისგან. საქართველოში, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ბუნებრივი მიზეზით წარმოქმნილი თითქმის ყველა საფრთხე რეალურია (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ტყის ხანძრები, ქარიშხალი), ასევე ხშირია ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი და ტექნოგენური კატასტროფის გამომწვევი საფრთხეები.
ლექციის ძირითადი სამუშაო თემები იყო სამუზეუმო, საბიბლიოთეკო და საარქივო კოლექციების წინაშე არსებული საფრთხეები; კოლექციების დაზიანების თავიდან აცილების გზები და რისკისთვის მზადყოფნის გეგმები; საგანგებო სიტუაციებში რეაგირება; ევაკუაცია და საგანგებო დოკუმენტაცია/ინვენტარიზაციის მნიშვნელობაა.