მემკვიდრეობის კლუბის კურსი “კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია და მართვა “
2016 წლის 1 დეკემბერს მემკვიდრეობის კლუბის მორიგი კურსი “კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია და მართვა” დაიწყო.
კურსის მიზანია გააცნოს მსმენელებს კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა მართვის საფუძვლები.
კურსის მანძილზე მიმოხილული იქნება კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და მართვის სრული პროცესი დაწყებული ძეგლის იდენტიფიკაციიდან და მისი ღირებულებების შეფასებიდან, დამთავრებული მართვის სტრატეგიების განსაზღვრითა და განხორციელებით. კურსის პროცესში ჩართული იქნება პრაქტიკული აქტივობებიც.
კურსს გაუძღვებიან შემდეგი სფეროს მოქმედი სპეციალისტები: ხელოვნებათმცოდნე,არქიტექტორ -რესტავრატორი, კედლის მხატვრობისა და ქვის რესტავრატორი, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი, იურისტი.