მემკვიდრეობის კლუბის პირველი სალექციო კურსი დაიწყო
2016 წლის 16 მაისიდან დაიწყო მემკვიდრეობი კლუბის პირველი სალექციო კურსი “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – ძირითადი ცნებები და მექანიზმები”.
მემკვიდრეობის კლუბში გასაწევრიანებლად, კონკურსის შედეგად შეირჩა 25 მსმენელი.
კურსის მიზანია, აამაღლოს მონაწილეთა ცოდნა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ძირითადი ცნებების, მათი რაობისა, აკმ-ის შენარჩუნების მთავარი პრინციპების, წამახალისებელი სტრატეგიებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ.
კურსზე დასწრების პარალელურად მონაწილეები იმუშავებენ კონკრეტულ ინდივიდუალურ პროექტზე, რომელიც უნდა შეეხებოდეს საქართველოში აკმ-ს რომელიმე ელემენტის გამოვლენას, დოკუმენტირებას, დაცვასა და შენარჩუნებას. კურსის დასკვნით ეტაპზე ყოველი მონაწილე წარმოადგენს მათ მიერ შერჩეული აკმ ელემენტის შენარჩუნების კონკრეტულ ხედვასა და სამოქმედო გეგმას.
მემკვიდრეობის კლუბი ჩამოყალიბდა პროექტის “კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა” ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს შვედეთის ინსტიტუტი.