მემკვიდრეობის კლუბის წევრებმა სოფელ გალავნის სკოლაში  სასემინარო კურსი ჩაატარეს

ლურჯი ფარის პროექტის მონაწილეების ინიციატივით 2016 წლის ნოემბერში, მცხეთის რაიონის  სოფელ გალვანის საშუალო სკოლაში ჩატარდა  სასემინარო კურსი “კულტურული მემკვიდრეობა მომავლისათვის”.

კურსი მოიცავდა საინფორმაციო შეხვედრას როგორც სკოლის დირექციასთან, ასევე  მოსწავლეებთან. მონაწილეებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ დეატალური ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, როგორც მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის საკითხებზე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის  ადგილობრივი  კანონმდებლობისა თუ  იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც მემკვიდრეობის საკითხებზე მუშაობენ.

 პროექტის დასკვნითი ნაწილი დაეთმო  საველე პრაქტიკას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მოინახულეს  სოფელ გალავნის IX-X საუკუნეებით დათარიღებული ღვთისშობლის სახელობის ერთნავიანი ბაზილიკა  და ადგილზე განახორციელეს  ისეთი ჯგუფური აქტივობები, როგორიცაა სააღრიცხვო ბარათის შედგენა, ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლა,  ფოტო-ფიქსაცია და გრაფიკული ჩანახატები. საბოლოდ, მოპოვებული მასალა მონაწილეებმა  შეაჯამეს პრეზენტაციის სახით.

ამჟამად,  სემინარები ტარდება საგურამოს საჯარო სკოლაში  და სამომავლოდ  იგეგმება, რომ   მსგავსი  ტიპის სემინარები რამდენიმე სკოლაში დაინერგეოს.

ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტი დიდ მადლობას უხდის, როგორც ტრენერებს, ასევე სოფელ გალავნის სკოლას, კულტურული მემკვიდრეობის საკითხებით დაინტერესებისთვის  და მათი აქტუალიზებისთვის.

Powered by Watch Dragon ball super