მრგვალი მაგიდა – “ისლამური ძეგლები სამცხე-ჯავახეთში: დაკარგული ისტორია”

2016 წლის 13 დეკემბერს, ლურჯი ფარის ორგანიზებით, გაიმართა მრგვალი მაგითა თემაზე “ისლამური ძეგლები სამცხე-ჯავახეთში: დაკარგული ისტორია.”

სამცხე-ჯავახეთში ათეულებით ისლამური საკულტო არქიტექტურის ნიმუშია, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა. დღეს ეს მეჩეთები ძირითადად უფუნქციოდაა დარჩენილი, ვინაიდან სამცხე-ჯავახეთში მუსლიმი მესხები 1944 წელს გადაასახლეს. მეჩეთები თავისი არქიტექტურული/მხატვრული სახითა და ისტორიით მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა, რომელიც სათანადო კვლევასა და შესწავლას საჭიროებს. მეჩეთების ნაწილს ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს, უმრავლესობას კი არა.

ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტის პროექტის ფარგლებში მომზადდა კვლევა, რომლის დროსაც, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების სოფლების მეჩეთების ფოტოფიქსაცია მოხდა.

მრგვალ მაგიდაზე წარმოდგენილი იყო არსებული სიტუაცია და თუ რა რისკის ქვეშ დგას სამცხე-ჯავახეთის ისლამური საკულტო ძეგლების უმრავლესობა, რა ისტორიული, მხატვრულ/ არქიტექტურული მნიშვნელობა აქვს ყოველ მათგანს. აღმოჩნდა, რომ ძეგლის სტატუსის მქონე რამდენიმე მეჩეთი გამიზნულად დაინგრა. საუბარი შეეხო მოსახლეობისა და სახელმწიფოს დამოკიდებულებებზე ამ მეჩეთებთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ გამანადგურებელი შეიძლება აღმოჩნდეს დიდი კულტურულ/ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებისთვის.

მრგვალი მაგიდების ციკლი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს ეძღვნება, ტარდება ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და “კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე” თანამშრომლობით.

Powered by Watch Dragon ball super