რენდი სილვერმანის საჯარო ლექცია “ობის ეფექტის შემცირების გზები”

2017 წლის 4 თებერვალს, 11:00 საათზე ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, პრინც კლაუსის ფონდის (ჰოლანდია) საგანგებო რეაგირების პროგრამის (Cultural Emergency Response Programme CER) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექცია “ობის ეფექტის შემცირების გზები ბიბლიოთეკებსა და არქივებში”.

ლექციას ჩაატარებს მერიოტის ბიბლიოთეკის (იუტას უნივერსიტეტი,სოლთლეიქ სითი, აშშ) წიგნების შენახვა/დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რენდი სილვერმანი.

მისამართი: მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი, ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.

პროექტის მიზანია :

  • კოლექციების ზოგადი შენახვის პირობების შეფასება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში;
  • ობით დაავადებულ წიგნებთან მოპყრობისა და მათი წმენდის ოქმების განსაზღვრა, რომელიც დაიცავს ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ჯანმრთელობას და ხელს შეუშლის 200,000-მდე დაავადებული იშვიათი წიგნის შემდგომ დაზიანებას;
  • ოქმის შედგენა  ბიბლიოთეკის სარდაფში ტენიანობის პრობლემის გამოსასწორებლად, ისე რომ სარდაფის გამოყენება შეიძლებოდეს  ობის ხელახალი წარმოქმნის საშიშროების გარეშე. რეკომენდაციები ფოკუსირდება  კოლექციების შენარჩუნებასა და კონსერვაციის მდგრადი გეგმის შემუშავებაზე.

ლურჯი ფარი საქართველო დაფუძნდა 2013 წელს და წარმოადგენს ლურჯი ფარის საერთაშორისო კომიტეტის ეროვნულ კომიტეტს. საქართველოს ლურჯი ფარი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხისაგან, ჰააგის კონვენციისა და მისი ორივე ოქმის შესრულებაში ხელშეწყობას, რისკისათვის მზადყოფნისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავებასა და შესრულებას კულტურული ფასეულობების დასაცავად, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მემკვიდრეობის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ.

Powered by Watch Dragon ball super