კვლევის პრეზენტაცია: საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნა მუზეუმებში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში
2016 წლის 9 დეკემბერს, 16:00 საათზე, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი გამართავს კვლევის პრეზენტაციას: საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნა მუზეუმებში, არქივებსა და ბიბლიოთეკებში და ამ მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და არსებული სიტუაციის ანალიზი.
კვლევაში ჩართული იყო 13 ინსტიტუცია, აქედან 6 – ის (საქართველოს ეროვნული არქივი,კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, თსუ ბიბლიოთეკა,ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა) კოლექციები ძირითადად ქაღალდის საფუძვლის მქონე დოკუმენტებისაგან/ექსპონატებისაგან შედგება,7 არის მუზეუმი ( ეროვნული მუზეუმი, აბრეშუმის მუზეუმი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, აჭარის ხელოვნების მუზეუმი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცდონეობის მუზეუმი, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი).
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა თითოეული ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები უსაფრთხოების პოლიტიკის, რისკების ანალიზის, ექსპონატების დაზღვევის, პერსონალი მზადყოფნისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით. ამ გამოწვევების საპასუხოდ, ლურჯი ფარის მიერ მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება ლურჯი ფარის ოფისში, 2016 წლის 9 დეკემბერს, 16:00 საათზე. მისამართი: ა. წერეთლის N72, II სართული.
კვლევა ჩატარდა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და ორგანიზაციასთან – “კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე” თანამშრომლობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის ციკლის ფარგლებში.