საერთაშორისო კონფერენცია ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება”

საერთაშორისო კონფერენცია ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება”

 

24-25 ივნისს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება”, ონლაინ ფორმატში. კონფერენცია გახსნეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახაგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა,  მიხეილ ჩხენკელმა.

 

ორ დღიან კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო მაგალითები, მათ შორის საქართველოდან და უკრაინიდან. პირველი დღის თემატიკა იყო: კულტურული მემკვიდრეობა, შეიარაღებული კონფლიქტი და ოკუპაცია. აღნიშნული სხდომა გახსნა პიტერ სტოუნმა,  საერთაშორისო ლურჯი ფარის პრეზიდენტმა, რომელმაც ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრაქტიკაზე.

 

სპეციალისტებმა უკრაინიდან განიხილეს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში განვითარებული პროცესები და აგრეთვე კიევში ,,ევრომაიდანის” დროს სამუზეუმო კოლექციების გადარჩენის გამოცდილება. ქართველმა მომხსენებლემა ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. სესიის დასასრულს პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს კულტურული მემვკიდრეობის დაცვისთვის ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების შესახებ.

 

კონფერენციის მეორე დღე მიეძღვნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მემკვიდრეობის ეთნო-კულტურული კონტექსტის მიმოხილვას და მის მომხსენებლებს ქართველი მეცნიერები შეადგენდნენ. კონფერენციას დაესწრო ასამდე მსმენელი როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. თითოეული სხდომის ბოლოს გაიმართა დისკუსია. მონაწილეებისა და ორგანიზატორების მხრიდან ერთხმად აღინიშნა მსგავსი კონფერენციისთვის რეგულარული სახის მიცემის აუცილებლობა. 

 

პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული ფინანსური მხარდაჭერით. 

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი; 

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.

კონფერენციის პარტნიორი და თანამასპინძელი იყო საქართველოს ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტი.

კონფერენციის ჩანაწერი მალე იქნება ხელმისაწვდომი ჩუნიბაშვილის ცენტრის ვებსაიტზე

 

Skills

Posted on

June 30, 2021

Powered by Watch Dragon ball super