სემინარი “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სწავლების აუცილებლობა”
2016 წლის 13 ნოემბერს აჭარის არქეოლოგიურ მუზეუმში ორგანიზაცია „ბათომის“ მოწვევით ჩატარდა სემინარი კულტურული მემკვიდრეობის სწავლების საკითხებზე, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს:
1. კულტურული მემკვიდრეობის სწავლება: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სწავლების აუცილებლობა; საგანმანათლებლო სტანდარტი და ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა.
2. კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირება ეროვნულ სასწავლო გეგმაში საგანამანათლებლო რესურსების მიმოხილვა; კულტურული მრავალფეროვნებისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სწავლება და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მისი მისადაგება.
სემინარს უძღვებოდნენ: საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნანა ციხისთავი და საერთაშორისო ორგანიზაცია „ლურჯი ფარის“ ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი მანანა თევზაძე და ორგანიზაცია „ბათომის“ ხელმძღვანელი – ნინო ინაიშვილი. სემინარში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ – ლალი ლომთათიძემ, საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულების კოორდინატორმა – გიული მიქელაძემ, ისტორიის, სამოქალაქო განათლების და დაწყებითი განათლების ტრენერებმა: პირიმზე რურუამ, კახა ჩაკვეტაძემ, ნიკა იმედაიშვილმა, ნინო ტავლალაშვილმა, თამარ ჯანელიძემ და და მზია სალაძემ; ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წარმომადგენელმა – ლალი ცეცხლაძემ, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებმა.