სემინარი ჟურნალისტებისთვის “მედიის როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში”

2016 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს ლურჯი ფარის ორგანიზებით, გაიმართა სემინარი მოქმედი ჟურნალისტებისა და ჟურნალიტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის “მედიის როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში”. სემინარში მონაწილეობა მიიღეს როგორც თბილისის, ასევე რეგიონული მედიის წარმომადგენლებმაც.

სემინარზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კულტურული (მატერიალური და არამატერიალური) მემკვიდრეობის, მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული პროცესების, მემკვიდრეობის დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ. სემინარი ასევე დაეთმო ჟურნალისტებში პრაქტიკული უნარების განვითარებას კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საკითხებზე, საუკეთესო მედია კამპანიების მიმოხილვას და სხვა.

სემინარს უძღვებოდა საქართველოს ლურჯი ფარის ხელმძღვანელი მანანა თევზაძე.

Powered by Watch Dragon ball super