პროექტის “ოკუპირებული რეგიონების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა” ფარგლებში, შაუმიანში დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავს ოკუპირებული დიდი ლიახვის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, მასზე ცნობიერების ამაღლებას და დევნილი მოსახლეობის საზოგადოებისთვის გაცნობას თავიანთი მტკივნეული წარსულით, საინტერესო ტრადიციებითა და ყოველდღიური ცხოვრებით.
პროექტი შეიქმნა ორგანიზაცია ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის გრძელვადიანი პროექტის “ვირტუალური ოკუპირებული ტერიტორიები” – იდეის ფარგლებში. პროექტი ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებითა და ამერიკის საელჩოს გრანტის მხარდაჭერით ხორციელდება.