შეხვედრა მცხეთის გამგეობაში

2015 წლის 23 ოქტომბერს ლურჯი ფარის მიერ განხორციელებული პროექტის „დიდი მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა უნარების გაძლიერება რისკისთვის მზადყოფნისა და რეაგირებისთვის” ფარგლებში მოეწყო შეხვედრა მცხეთის გამგეობაში. შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მერი, გამგეობისა და მერიის კულტურისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები, მცხეთა-მთიანეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი,  საქართველოს ლურჯი ფარის წევრები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტები კლაუდიო ჩიმინო ( WATCH International) და ადალბერტო ბიაზიოტი (Securcomp).

შეხვედრაზე განხილულ იქნა მცხეთის ახალი მუზეუმის არსებული გეგმა, ზოგადად ქალაქ მცხეთის და მისი შემოგარენის გამოწვევები საგანგებო სიტუაციებთან მიმართებაში და საგანგებო სიტუაციების მართვის მექანიზმები. 2015 წლის ბოლოს საქართველოს ლურჯი ფარი ექსპერტებისგან მიიღებს დეტალურ რეკომენდაციებს

მცხეთის სამუზეუმო კოლექციების დასაცავად ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების დროს. აღნიშნული რეკომენდაციები გადაეცემა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც მუშაობს დიდი მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის შენობის პროექტზე.

Powered by Watch Dragon ball super