ICOMOS CIPA მემკვიდრეობის დოკუმენტაციის ზამთრის სკოლა Keeping it Modern- თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი

,
ICOMOS CIPA მემკვიდრეობის დოკუმენტაციის ზამთრის სკოლა Keeping it Modern- თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი

2019 წლის 16-19 თებერვალს თბილისის ჭადრაკის სასახლესა და ალპურ კლუბში გაიმართა სქართველოს ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტისა და ICOMOS CIPA Heritage Documentation-ის ერთობლივი პროექტი: „მემკვიდრეობის დოკუმენტაციის ზამთრის სკოლა“. პროექტი განხორციელდა გეთის ფონდის (Getty Foundation) Keeping it Modern ინიციატივის ფარგლებში, რომელიც XX საუკუნის თანამედროვე არქიტექტურის შენარჩუნება/კონსერვაციასა  და პოპულარიზაციას ემსახურება. საკმაოდ დიდი კონკურსის შემდეგ ინიციატივის გრანტი წელს თბილისის ჭადრაკის სასახლემ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებში იმავე გრანტით ისარგებლა ისეთმა ნაგებობებმა, როგორებიცაა სიდნეის ოპერის თეატრი, ბაუჰაუსის ფონდი დესაუში, ფრენკ ლოიდ რაიტის პრაისის კოშკი ოკლაჰომაში და ა.შ.

ოთხდღიანმა ვორქშოფმა თბილისში გააერთიანა 15  ქართველი მონაწილე და 4 საერთაშორისო ექსპერტი. ასევე, ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტის თანამშრომლები. ღონისძიების სამიზნე აუდიტორია იყო ახალგაზრდა არქიტექტორები, ინჟინრები, ფოტოგრაფები და ხელოვნების სფეროს სპეციალისტები. მონაწილეები იყვნენ საქართველოს სხვადასხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების როგორც ბაკლავრიატის, ისევე მაგისტრატურის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

რაც შეეხება ექსპერტთა ჯგუფს, იგი შედგებოდა პრფესოინალი არქიტექტორ-კონსერვატორებისა და ინჟინრებისგან, რომლებსაც ამ სფეროში მუშაობისა და გამოცდილების გაზიარების  მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ესენი იყვნენ რენდ ეპიჩი, სტრატოს სტილიანდისი, აბიჯიტ დანდა და ანდრეას გეორგოპოლუსი.

4 დღის განმავლობაში დამუშავდა   არქიტექტურის დოკუმენტაციისათვის მნიშვნელოვანი სამი მიმართულება:

  • ფოტოგრაფია
  • ფოტოგრამეტრია
  • ლაზერული სკანირება.

ვორქშოფის პირველი დღე ძირითადად დაეთმო ორგანიზაციების გაცნობასა და ვორქშოფის  თეორიულ მხარეს, ასევე მოეწყო ტური ჭადრაკის სასახლესა და ალპურ კლუბში.

შემდეგი ორი დღე კი უკვე პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის იყო განკუთვნილი: მონაწილეები დაიყვნენ სამ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ჰქონდა საშუალება, რიგ-რიგობით ემუშავა ექსპერტებთან ფოტოგრაფიაზე, ფოტოგრამეტრიასა და ლაზერულ საკნირებაზე. მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ გამოეყენებინათ არქიტექტურის კონსერვაციისთვის მნიშვნელოვანი ხელსაწყოები: ნაგებობის კედლებში ტენიანობისა და ტემპერატურის განსმსაზღვრელი იარაღები, ენდოსკოპი, მცირე ზომის დრონი. ორივე დღის მანძილზე ექსპერტებს აქტოური კომუნიკაცია ჰქონდათ თითოეულ მონაწილესთან, სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში მათ პირადადაც უწევდნენ დამატებით კონსულტაციებს და პასუხობდნენ ნებისმიერ კითხვას.

ვორქშოფის ბოლო დღეს მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, რომლებშიც შეაჯამეს მიღებული ინფრომაცია, გადაიღეს სურათები ექსპერტების მიერ ახსნილი ტექნიკით და საჩვენებლად შექმნეს სხვადასხვა ობიექტების ფოტოგრამეტრიული მოდელები.  პრეზენტაციებმა დადებითი შეფასება დაიმსახურა ექსპერტების მხრიდან.  ეს პრეზნტაციები კარგი მასალაა ამ გამოცდილების მეგობრებისა და კოლეგებისთვის გასაზიარებლად. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საკუთარ მოლოდინებსა და მიღებულ შედეგებზე. ,არაერთხელ აღინიშნა როგორც მათი, ასევე ექსპერტების მხრიდანაც, რომ მცირე დროში საკმაოდ ბევრი დეტალის ხარისხიანად დამუშავება მოხერხდა და ეს არ იყო მხოლოდ თეორიული ლექციების ციკლი. საბოლოო ჯამში ორივე მხარემ დადებითად შეფასა ვორქშოფი, მონაწილეებმა და ექსპეტრტებმა გაცვალეს საკონტაქტო ინფორმაცია და გამოთქვეს მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის.

 

ვორქშოფის შემდეგ შედგება და გამოიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ანგარიში, რომელიც დასურათდება მონაწილეების მიერ შექმნილი ვიზუალური მასალით. ეს ანგარიში საბოლოოდ წარედგინებათ შენობაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციებს და გეთის ფონდს.

მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში გამოყენებული იქნება ღირებულების შეფასებისა და მდგომარეობის აღწერის ტრენინგის დროს, რომელიც არ ვორშოფის შემდგომ იგეგმება. იდეალურ შემთხვევაში, ტრენინგში ჩართულ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ორივე სემინარს. პროექტის დასასრულს, შედეგები თავს მოიყრის ვებგვერდზე PDF ფორმატში. ანგარიშში მოხსენიებული იქნებიან მონაწილეები და მათ საშუალება ექნებათ პროექტი ჩართონ მათ პროფესიონალურ პორტფოლიოში.

Photo by Rand Eppich

Photo by Rand Eppich

Powered by Watch Dragon ball super